ე.წ. შეჩერების მექანიზმზე LIBE-ს კომიტეტში 8 დეკემბერს იმსჯელებენ

ე.წ. შეჩერების მექანიზმზე LIBE-ს კომიტეტში 8 დეკემბერს იმსჯელებენ

ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებათა, მართლმსაჯულებისა და საშინაო საქმეთა (LIBE) კომიტეტში ე.წ. შეჩერების მექანიზმზე 8 დეკემბერს იმსჯელებენ.

LIBE-ს კომიტეტის მომავალი სხდომის დღის წესრიგი ევროპარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. დღის წესრიგის მიხედვით, მომხსენებელი აღნიშნულ საკითხზე აგუსტინ დიას დე მერა გარსია კონსუერგა იქნება.

ევროკავშირის საბჭომ მხარი დაუჭირა ე.წ. "შეჩერების მექანიზმის" გადახედვას, რომელიც ითვალისწინებს უვიზო რეჟიმის დროებით შეჩერებას იმ შემთხვევაში, თუ მესამე ქვეყანამ ვიზალიბერალიზაციით გათვალისწინებული პირობები დაარღვია. აქამდე არსებული რეგულაციებით, შეჩერების მექანიზმის ამოქმედება საკმაოდ რთული იყო, თუმცა ცოტა ხნის წინ ევროკავშირის საბჭომ ამ მექანიზმის ამოქმედების გამარტივებაზე მიიღო გადაწყვეტილება. შეკავების მექანიზმის თანახმად, თუ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოს 6 თვის განმავლობაში შეექმნება გარკვეული სახის პრობლემები, რომელიც მესამე ქვეყნის მოქალაქეებს უკავშირდება და ამ პრობლემებს თავად ვერ გაუმკლავდება, უფლება ექნება მიმართოს ევროპულ კომისიას თხოვნით, რომ მესამე ქვეყნისთვის უვიზო რეჟიმის მოქმედება დროებით შეაჩეროს. თუ ევროკომისია ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მოთხოვნას დააკმაყოფილებს, მაშინ მესამე ქვეყანასთან უვიზო რეჟიმი 6 თვის ვადით შეჩერდება.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."