გიორგი ქადაგიძე მთავრობას რეკომენდაციით მიმართავს

გიორგი ქადაგიძე მთავრობას რეკომენდაციით მიმართავს

ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე რეკომენდაციით გამოდის, როგორ უნდა დაიზოგოს 1-1,5 მილიარდი ლარი ბიუჯეტის დეფიციტის გასანულებლად და ეკონომიკის სწრაფი განვითარებისთვის. ამის შესახებ გიორგი ქადაგიძე "ფეიბუქის" საკუთარ გვერდზე წერს.

"პატივცემულო ფბ მეგობრებო, რადგან მაინც მიწევს პირად მიმოწერაში ბევრ კითხვაზე პასუხის გაცემა, გადავწყვიტე საჯაროდ დავაფიქსირო ჩემი მოკრძალებული პოზიცია იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც უნდა გატარდეს:

თემა 1. მოგების გადასახადის გაუქმება (ესტონური მოდელი)

ა. მოგების გადასახადის გაუქმება არ უნდა შეეხოს ფინანსურ (საბანკო, დაზღვევის, მისო-ბი) და ფარმაცევტულ სექტორებს. ეს ინდუსტრიები ისედაც არ იხიდიან არანაირ გადასახადს, გარდა მოგებისა და მათი საგადასახადო ტვირთი ისედაც მინიმალურია.

ბ. ასევე არ უნდა შეეხოს ბუნებრივ მონოპოლიებს (თელასი, თბილისის წყალი, ენერგო პრო და ა.შ.), ვინაიდან ასეთი კომპანიები არ იმყოფებიან კონკურენტულ გარემოში მოგების მიღების პროცესში.

გ. მით უფრო გაუგებარია ასეთი ინდუსტრიების მოგების გადასახადისგან არიდება საწვავზე და თამბაქოზე აქციზის განაკვეთის ზრდის პარალელურად. გამოდის, რომ მთელი მოსახლეობა გადაიხდის ბიუჯეტში იმ დანაკლისს, რომელსაც ეს კომპანიები აღარ გადაიხდიან. ასეთი მიდგომა არ არის არც მემარჯვენეობა და არც მემარცხენეობა, უბრალოდ გაუგებრობაა. მყისიერი საბიუჯეტო ეფექტი: 150-200 მილიონი ლარი.

პ.ს. შემდეგი თემა - ჯანდაცვა. სულ 10 თემა იქნება. კომენტარებს და შენიშვნებს ყურადღებით და სიამოვნებით გავეცნობი", - წერს გიორგი ქადაგი "ფეისბუქზე".

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."