ირანის პრეზიდენტი ამერიკას საპასუხო ზომებით დაემუქრა

ირანის პრეზიდენტი ამერიკას საპასუხო ზომებით დაემუქრა

ირანის პრეზიდენტი ჰასან რუჰანი ამერიკის შეერთებულ შტატებს საპასუხო ზომებით დაემუქრა, თუ ობამა თეირანის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს კიდევ 10 წლით გაახანგრძლივებს. "დოიჩე ველეს" ცნობით, განცხადება ამის შესახებ ირანის პირველმა პირმა პარლამენტის ღია სესიაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

რუჰანი მიიჩნევს, რომ თეთრი სახლის მოქმედი ლიდერის გადაწყვეტილება 2015 წლის ივლისში ირანის ატომურ პროგრამაზე 6 ქვეყნის მიერ მიღწეულ შეთანხმებას არღვევს, რომელიც ირანისთვის რიგი სანქციების მოხსნას ითვალისწინებდა.

რუჰანიმ აშშ-ის მოქმედ პრეზიდენტს სანქციების გახანგრძლივებაზე უარის თქმისკენ მოუწოდა. ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა მუჰამედ ჯავად ზარიფმა განაცხადა, რომ თეირანი შეთანხმების შესრულებას შეწყვეტს იმ შემთხვევაში, თუ აშშ თავის განზრახვაზე უარს არ იტყვის.

ირანის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს ვადა 2016 წლის 31 დეკემბერს ეწურება.

აშშ-ის კონგრესმა ირანისთვის ცალმხრივი სანქციების 10 წლით გახანგრძლივების საკითხს მხარი დაუჭირა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."