ელენე თევდორაძე - ჟვანიას ექსპერტიზაში მონაწილე კიდევ ერთი ექსპერტი მოკლეს, ხოლო მკვლელმა თავი მოიკლა

ელენე თევდორაძე - ჟვანიას ექსპერტიზაში მონაწილე კიდევ ერთი ექსპერტი მოკლეს, ხოლო მკვლელმა თავი მოიკლა

ზურაბ ჟვანიას ექსპერტიზაზე ჩაჩუასთან ერთად კიდევ ერთი ახალგაზრდა ექსპერტი მუშაობდა, რომელიც ექსპერტიზის დასრულების შემდეგ პრეზიდენტის რეზიდენციაში გადაიყვანეს - ამის შესახებ შეწყალების კომისიის ყოფილმა თავმჯდომარემ, ზურაბ ჟვანიას მეგობარმა ელენე თევდორაძემ "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" განაცხადა.

მისი თქმით, ყოფილი პრემიერ-მინისტრის გარდაცვალებასთან დაკავშირებითთ ბევრი პასუხგაუცემელი კითხვაა.

"ზურაბ ჟვანიას ექსპერტიზაზე ჩაჩუასთან ერთად კიდევ ერთი ახალგაზრდა ექსპერტი მუშაობდა, რომელიც ექსპერტიზის დასრულების შემდეგ პრეზიდენტის რეზიდენციაში გადაიყვანეს. ეს ადამიანი მოხვდა იმ განყოფილებაში, რომელიც შეწყალების კომისიისთვის მასალას ამზადებდა. ამ ბიჭს ერთხელ ვკითხე, რომ მისი რეზიდენციაში დასაქმება იყო თუ არა დაწინაურება. მან მითხრა, რომ ეს მისი საქმე არ იყო, მაგრამ მაინც გადმოიყვანეს. დაახლოებით ორ კვირაში გავიგე, რომ ეს ბიჭი მოკლეს, ხოლო ვინც მოკლა, მან თავი მოიკლა. მაქვს კითხვა, რატომ მოხდა ამ ბიჭის ასე სწრაფად გადაყვანა პრეზიდენტის რეზიდენციაში, რომელიც ესწრებოდა ზურაბ ჟვანიას ექსპერტიზას?!", - განაცხადა ელენე თევდორაძემ.

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ მეორე ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა და ზურაბ ჟვანიასა და ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილის, რაულ უსუპოვის გარდაცვალების საქმეზე ექსპერტ ლევან ჩაჩუას წინააღმდეგ პროკურატურის სარჩელი წამოებაში არ მიიღო.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."