თბილისის მერია საახალწლო ღონისძიებებზე 1 487 000 ლარს დახარჯავს

თბილისის მერია საახალწლო ღონისძიებებზე 1 487 000 ლარს დახარჯავს

თბილისის მერიის კულტურის სამსახურის უფროსის ია მაქაცარიას განცხადებით, საახალწლო ღონისძიებებისთვის ჯამური ბიუჯეტი 1 487 000 ლარია.

როგორც ია მაქაცარიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ეს არის მერიის საერთო ბიუჯეტი და არა მხოლოდ კულტურის სამსახურის.

"ეს არის ჯამური ბიუჯეტი, რომელშიც შედის კულტურის სამსახური, სპორტის და ახალგაზრდობის სამსახური, კეთილმოწყობის სამსახური, ადმინისტრაცია და პიარი. ეს არის მერიის ჯამური ბიუჯეტი სახალხო დღესასწაულისთვის", - განაცხადა ია მაქაცარიამ.

მისივე თქმით, გალა-კონცერტი, რომელიც 31 დეკემბერს რესპუბლიკის მოედანზე გაიმართება, დაჯდება 227.000 ლარი.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."