ალექსანდრე ჯეჯელავა ოპტიმიზაციაზე - მთავრობა წინ მიდის, რომ უფრო გამხდარი იყოს

ალექსანდრე ჯეჯელავა ოპტიმიზაციაზე - მთავრობა წინ მიდის, რომ უფრო გამხდარი იყოს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავა განცხადებით, ოპტიმიზაცია უწყებაში ყოველწლიურად განხორციელდება.

როგორც ალექსანდრე ჯეჯელავამ ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა, საუბარი შეიძლება იყოს როგორც ფუნქციების გაუქმებაზე, ასევე დამატებაზე. მინისტრის ინფორმაციით, სსიპ-ების გაუქმება ამ ეტაპზე გეგმაში არ არის, თუმცა სსიპ-ებში ფუნქციების გაუქმება შესაძლებელია.

”კერძო სექტორში ვმუშაობდი და ყოველწლიურად ვაკეთებდით ოპტიმიზაციასაც, გადახედვასაც. ზოგან მეტი ხალხი გვეყოლება, ზოგან - ნაკლები. ჩვენ 10%-ით ნაკლებს დავხარჯავთ როგორც ანაზღაურების, ასევე ადმინისტრაციული ხარჯების ნაწილში”, - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

მისივე თქმით, საუბარია რამდენიმე მილიონ ლარზე. ჟურნალისტის შეკითხვაზე, რამდენი ადამიანი გათავისუფლდება სამსახურიდან, ალექსანდრე ჯეჯელავამ უპასუხა, რომ იმდენი რამდენიც ასრულებს ისეთ ფუნქციებს, რომელთა შესრულებაც მათ გარეშე არის შესაძლებელი. ჯეჯელავა ამბობს, რომ აღნიშნული პროცესი 6 თვეა დაწყებული აქვს.

”ყველა ვინც ხალხის ფულს ზედმეტად ხარჯავს, მიუხედავად იმისა, რა გეგმა აქვს მთავრობას და ეკონომიკას, უნდა გავათავისუფლოთ და სადაც გვჭირდება დამატებითი კადრი უნდა ავიყვანოთ”, - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

მისივე თქმით, ოპტიმიზაცია თვის ბოლომდე დასრულდება, თუმცა პროცესი ერთჯერადი არ არის, ყოველწლიურად განხორციელდება და მუდმივად გაგრძელდება.

”მთავრობა წინ მიდის ამ თვალსაზრისითაც, რომ უფრო გამხდარი იყოს, ჩემგან რაც უნდა უცნაურად ჟღერდეს და უფრო ეფექტურად ხარჯავდეს ხალხის ფულს”, - დასძინა განათლების მინისტრმა.

"ინტერპრესნიუსი"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."