ზვიად კვაჭანტირაძე ვარაუდობს, რომ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის მექანიზმი ახალი წლიდან ამოქმედდება

ზვიად კვაჭანტირაძე ვარაუდობს, რომ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის მექანიზმი ახალი წლიდან ამოქმედდება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ზვიად კვაჭანტირაძე ვარაუდობს, რომ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის მექანიზმი ახალი წლიდან ამოქმედდება.

მისი თქმით, პრაქტიკულად შესაძლებელია ისიც, რომ უკვე შემდეგ სხდომაზე მომავალ კვირაში ევროპარლამენტმა კენჭი უყაროს საქართველოსა და უკრაინისთვის უვიზო რეჟიმის დაწესებას.

"ჩვენმა მეგობრებმა ევროპარლამენტიდან გვაცნობეს, რომ როგორც ჩანს შეთანხმება შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებით უკვე მიღწეულია. პრაქტიკულად, შესაძლებელია ისიც, რომ უკვე შემდეგ სხდომაზე მომავალ კვირაში ევროპარლამენტში კენჭისყრაც შედგეს საქართველოსა და უკრაინისთვის უვიზო რეჟიმის დაწესების თაობაზე. ეს მექანიზმი უნდა ვივარაუდოთ, რომ ჩაირთვება ახალი წლიდან. კონკრეტულ რიცხვს ვერ დაგისახელებთ, მაგრამ - უახლოეს მომავალში. ჩვენთვის მთავარი იყო, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილება საბოლოოდ ყოფილიყო მიღებული",- განაცხადა კვაჭანტირაძემ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."