ნატალია საბანაძე - ევროპარლამენტი და ევროკავშირის საბჭო შეჩერების მექანიზმის კომპრომისულ ვარიანტზე შეთანხმდა

ნატალია საბანაძე - ევროპარლამენტი და ევროკავშირის საბჭო შეჩერების მექანიზმის კომპრომისულ ვარიანტზე შეთანხმდა

დღეს დილით შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებით კომპრომისული ვარიანტი განიხილეს ევროკავშირის ელჩებმა, რომელიც დაახლოებით ნახევარი საათის წინ წარუდგინეს პარლამენტს, - განუცხადა 2030.news-ს საქართველოს ელჩმა ევროკავშირში ნატალია საბანაძემ.

მისი თქმით, კომპრომისულ ვარიანტთან დაკავშირებით დავა ძირითადად ერთ პუნქტზე მიდიოდა, თუ რამდენი ხნით ამოქმედდება შეჩერების მექანიზმი წევრი სახელმწიფოების მიერ პარლამენტის ჩართვის გარეშე.

"შეთანხმება მიღწეულია, რომ 9 თვის განმავლობაში შეუძლიათ შეჩერება. თუ ცხრა თვის შემდეგ კვლავ გაგრძელდა უვიზო რეჟიმი, მაშინ უკვე პარლამენტიც ჩაერთვება. კომპრომისულ ვარიანტზე შეთანხმების მიღწევა გულისხმობდა ევროპარლამენტსა და საბჭოს შორის შეთანხმებას. ამ საკითხს საბჭო განიხილავდა ელჩების კონფიგურაციით, ხოლო პარლამენტი მომხსენებლის სახით იყო წარმოდგენილი და ამ ორ მხარეს შორის მიღწეულია შეთანხმება. ყოველ შემთხვევაში, კომპრომისულ ვარიანტზე, რომელიც საბჭომ წარადგინა, ევროპარლამენტის მხრიდან წინააღმდეგობა მოიხსნა",- განაცხადა საბანაძემ.

როგორც ელჩმა აღნიშნა, საბჭოს მიერ წარდგენილ ვარიანტს პარლამენტი განიხილავს, შემდეგ კვლავ ელჩებს დაუბრუნდებათ უკან, რომლებმაც ხელმეორედ უნდა დაადასტურონ შეთანხმება და ამ დროისთვის გაირკვევა საბჭოსა და პარლამენტის საბოლოო პასუხიც. ხვალ კი უკვე კომიტეტი განიხილავს და ალბათ დაადასტურებს.

"შემდეგ უკვე საკითხი პლენარულ სხდომაზე უნდა გაიტანონ. თუ მოესწრება, შეიძლება უკვე მომავალ კვირას გავიდეს, თუ არადა - შემდეგ პლენარულ სხდომაზე",- აღნიშნა ნატალია საბანაძემ.

LIVE - ეთერშია "დღის ნიუსრუმი"

"მას კლინიკის რეამინაციულ განყოფილებაში ყველა საჭირო ღონისძიება ჩაუტარდა" - ეკატერინე ტიკარაძის თქმით, გარდაცვლილ ექთანზე დასკვნა მიმდინარე კვირას გახდება ცნობილი

"არც აციეს, არც აცხელეს და გახარია ორშაბათს შვებულებიდან გამოიყვანეს...მადლობა "ქართულ ოცნებას“ ასე ყურადღებით რომ მისმენს" - გიორგი მარგველაშვილი