"თბილისი ზეიმობს" - რას წერს "ფეისბუქზე" ევროპარლამენტარი, რომელმაც უვიზო რეჟიმზე საქართველოს კარგი ამბავი ახარა

"თბილისი ზეიმობს" - რას წერს "ფეისბუქზე" ევროპარლამენტარი, რომელმაც უვიზო რეჟიმზე საქართველოს კარგი ამბავი ახარა

ევროპარლამენტარი კატი პირი, რომელმაც გუშინ უვიზო რეჟიმთან დაკავშირებით ახალი ამბავი ახარა საქართველოს, საკუთარ ფეისბუქ-გვერდზე პოსტს წერს:

"მრავალთვიანი მოლაპარაკებების შემდეგ, დღეს მიღწეულ იქნა შეთანხმება ევროპის პარლამენტს, კომისიასა და საბჭოს შორის, რომელიც საშუალებას მისცემს საქართველოს და უკრაინის მოქალაქეებს უვიზოდ იმოგზაურონ. ევროპის პარლამენტი საკითხზე მომდევნო კვირის პლენარულ სხდომაზე იმსჯელებს.

ის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მსგავსი გადაწყვეტილებები, კარგად ჩანს იმ ფოტოებში, რომელიც ჩემმა მეგობრებმა გამომიგზავნეს დღეს თბილისიდან.

უმნიშვნელოვანესია, რომ ქვეყნის მიერ, ევროკავშირის დაწესებული კრიტერიუმების შესრულების შემდეგ, ორგანიზაციის მიცემული პირობა შესრულდეს.

მომავალ კვირას, ხმის მიცემის პროცედურაზე, მე ვიტყვი "კის". ვულოცავ ჩემს ძვირფას მეგობრებს საქართველოსა და უკრაინაში!" - წერს კატი პირი "ფეისბუქის" პირად გვერდზე.

გუშინ სოციალური ქსელი "ტვიტერის" პირად გვერდზე ევროპარლამენტის წევრმა, ჰოლანდიელმა დეპუტატმა კატი პირიმ დაწერა, რომ "შეჩერების მექანიზმზე" შეთანხმება მიღწეულია. "შემდეგ კვირას ჩვენ შეგვიძლია კენჭი ვუყაროთ უვიზო რეჟიმის საკითხს ქართველებისა და უკრაინელებისთვის", - აღნიშნა პირიმ.

ევროპარლამენტი ე.წ. შეჩერების მექანიზმის საკითხზე სავარაუდოდ 2017 წლის 18 იანვარს იმსჯელებს. სავარაუდო თარიღს თავად ევროპარლამენტი აანონსებს, რის შესახებაც ინფორმაცია მის ოფიციალურ საიტზეა გამოქვეყნებული.

წინასწარი ინფორმაციით, იანვრის სესიაზე ევროპარლამენტის წევრები შესაბამისი რეგლამენტის 2016/0142(COD) განხილვას პირველი მოსმენით გეგმავენ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."