LIBE-ს კომიტეტი - ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმს პლენარულ სესიაზე კენჭს მომავალ კვირას უყრიან

LIBE-ს კომიტეტი - ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმს პლენარულ სესიაზე კენჭს მომავალ კვირას უყრიან

ევროპარლამენტის მართლმსაჯულების, შინაგან საქმეთა და სამოქალაქო თავისუფლების კომიტეტმა (LIBE) ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმის შეთანხმებული ვარიანტი მიიღო, - ნათქვამია სოციალურ ქსელ "ტვიტერში" კომიტეტის ოფიციალურ გვერდზე.

ინიციატივას მხარი დაუჭირა კომიტეტის 39-მა წევრმა, 9 წევრი წინააღმდეგი წავიდა, 2-მა წევრმა კი თავი შეიკავა.

LIBE-ს კომიტეტის ინფორმაციით, შეჩერების მექანიზმს ევროპარლამენტის წევრები პლენარულ სესიაზე სავარაუდოდ, მომავალ კვირას უყრიან კენჭს.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."