ვიზალიბერალიზაციის "შეჩერების მექანიზმის" შეთანხმებულ რეგულაციას ევროპარლამენტში კენჭს 15 დეკემბერს უყრიან

ვიზალიბერალიზაციის "შეჩერების მექანიზმის" შეთანხმებულ რეგულაციას ევროპარლამენტში კენჭს 15 დეკემბერს უყრიან

ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე ვიზალიბერალიზაციის "შეჩერების მექანიზმის" შეთანხმებული რეგულაციის განხილვა 14 დეკემბერს არის დანიშნული, ხოლო კენჭისყრა 15 დეკემბერს. ამის შესახებ ინფორმაცია ევროპარლამენტის ოფიცილურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

როგორც ცნობილია, 7 დეკემბერს მუდმივი წარმომადგენლების კომიტეტმა დაადასტურა ევროკავშირის საბჭოს სახელით ევროპარლამენტთან შეთანხმებული ტექსტი შეჩერების მექანიზმის განხილვის რეგულაციაზე, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას ყველა არსებული ვიზალიბერალიზაციის შეთანხმებებთან მიმართებაში. შეთანხმება მოხდა ევროკავშირის საბჭოს, ევროპარლამენტსა და ევროკომისიას შორის.

როგორც ევროკავშირის საბჭოს მიერ გუშინ გავრცელებულ პრესრელიზშია ნათქვამი, შესწორებული რეგულაციის მთავარი მიზანი შეჩერების მექანიზმის გაძლიერებაა.

"აღნიშნული უფრო იოლს ხდის წევრი ქვეყნების ინფორმირებას იმ გარემოებებზე, რომლებმაც შესაძლოა გამოიწვიონ შეჩერება და საშუალებას აძლევს კომისიას მექანიზმი საკუთარი ინიციატივით აამოქმედოს და დაავალოს მას ყოველწლიური ანგარიშების გადაგზავნა ევროპარლამენტისთვის და საბჭოსთვის, თუ რამდენად შეესაბამება საჭირო კრიტერიუმებს მესამე ქვეყნების სავიზო რეჟიმის მოთხოვნისგან გათავისუფლება.

ახლა, როდესაც შეთანხმება დაადასტურა მუდმივი წარმომადგენლების კომიტეტმა, საბჭოს სახელით რეგულაცია გადაეცემა ევროპარლამენტს კენჭისყრისთვის პირველი მოსმენით და საბჭოს მის მისაღებად", - ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."