მიროსლავ ლაიჩაკი - ქართველი ხალხი უვიზო რეჟიმს მალე მიიღებს

მიროსლავ ლაიჩაკი - ქართველი ხალხი უვიზო რეჟიმს მალე მიიღებს

ქართველი ხალხი უვიზო რეჟიმს მალე მიიღებს, - ამის შესახებ ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის, სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მიროსლავ ლაიჩაკმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

"ტრიალოგის ფარგლებში ხვალ შეხვედრა გვაქვს ევროპარლამენტში. ველით, რომ 20 დეკემბერს აღნიშნულ საკითხს ევროკავშირის მუდმივ წარმომადგენელთა კომიტეტი (COREPER) განიხილავს. დაბრკოლებებს ვერ ვხედავთ, ყველაფერი შეთანხმებულია. ქართველი ხალხი მალე მიიღებს უვიზო რეჟიმს", - განაცხადა სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."