მარია გაბრიელი - ერთობლივი ვალდებულება რაც შეიძლება მალე უნდა შესრულდეს

მარია გაბრიელი - ერთობლივი ვალდებულება რაც შეიძლება მალე უნდა შესრულდეს

კარგი სიახლე: ჩვენ მივაღწიეთ შეთანხმებას ევროკავშირის საბჭოსთან საქართველოსთან ვიზალიბერალიზაციის საკითხზე. ერთობლივი ვალდებულება რაც შეიძლება მალე უნდა შესრულდეს, - ამის შესახებ სოციალური ქსელი "ტვიტერის" პირად გვერდზე ევროპარლამენტის წევრი, "ევროპის სახალხო პარტიის" ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტი მარია გაბრიელი წერს.

ევროპარლამენტმა და ევროკავშირის საბჭომ საქართველოს ვიზალიბერალიზაციაზე პოლიტიკურ შეთანხმებას მიაღწიეს. ამის შესახებ ინფორმაცია ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის, სლოვაკეთის "ტვიტერის" ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.

"კარგი სიახლე საქართველოს მოქალაქეებისთვის: ევროკავშირის საბჭოსა და ევროპარლამენტს შორის მიღწეულია პოლიტიკური შეთანხმება ვიზალიბერალიზაციის საკითხზე. შემდეგი ნაბიჯი ევროკავშირის საბჭოა", - ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის, სლოვაკეთის "ტვიტერის" ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

როგორც გუშინ ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის, სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მიროსლავ ლაიჩაკმა განაცხადა, ელის, რომ 20 დეკემბერს აღნიშნულ საკითხს ევროკავშირის მუდმივ წარმომადგენელთა კომიტეტი (ჩOღEPEღ) განიხილავს. "დაბრკოლებებს ვერ ვხედავთ, ყველაფერი შეთანხმებულია. ქართველი ხალხი მალე მიიღებს უვიზო რეჟიმს", - განაცხადა სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."