გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე თეა წულუკიანს დაოჯახება მიულოცა

გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე თეა წულუკიანს დაოჯახება მიულოცა

მთავრობის კანცელარიაში გამართულ მთავრობის სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს ოჯახის შექმნა მიულოცა.

"მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ჩვენს კოლეგა თეა წულუკიანს მივულოცო ოჯახის შექმნა. მინდა, გისურვოთ ბედნიერება და ჩვენი ქვეყნისთვის კიდევ ბევრი სასიკეთო საქმის გაკეთება!", - აღნიშნა კვირიკაშვილმა.

შეგახსენებთ, იუსტიციის მინისტრმა რამდენიმე დღის წინ იქორწინა 32 წლის ნუგზარ კაკულიაზე. თეა წულუკიანის რჩეული იუსტიციის სასწავლო ცენტრის ყოფილი დირექტორი გახლდათ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."