"ცივილიზებულ მსოფლიოს მუქარის არ ეშინია, ჩვენ არ გვეშინია სისასტიკის" - გიორგი კვირიკაშვილი ბერლინის ტერაქტს ეხმაურება

"ცივილიზებულ მსოფლიოს მუქარის არ ეშინია, ჩვენ არ გვეშინია სისასტიკის" - გიორგი კვირიკაშვილი ბერლინის ტერაქტს ეხმაურება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ბერლინში ტერაქტის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.

"ბერლინში დატრიალებულ ტრაგედიას ემსხვერპლნენ მშვიდობიანი მოქალაქეები, რომლებიც შობის დღესასწაულისთვის ემზადებოდნენ. შეძრწუნებული ვარ მომხდარით და დიდ თანაგრძნობას ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებს. ცივილიზებულ მსოფლიოს მუქარის არ ეშინია. ჩვენ არ გვეშინია სისასტიკის. მჯერა, რომ ერთობლივი ძალისხმევით ჩვენ მივაღწევთ მშვიდობას და ადამიანები შიშის გარეშე იცხოვრებენ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში", - ნათქვამია საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ბერლინში საშობაო ბაზრობის ტერიტორიაზე სატვირთო ავტობუსი შევარდა. ბოლო ინფორმაციით, დაღუპულია 12 ადამიანი, რამდენიმე კი დაშავდა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."