"რეზონანსი" - დენი 2 თეთრით გაძვირდება, გაზი - 10 თეთრით

"რეზონანსი" - დენი 2 თეთრით გაძვირდება, გაზი - 10 თეთრით

კომუნალური გადასახადების გაძვირება შეიძლება, გარდაუვალი გახდეს. დენსა და გაზზე ტარიფების გაზრდაზე უკვე თამამად საუბრობენ, "რეზონანსის" გაანგარიშებით ელექტროენერგია დაახლოებით 2 თეთრით გაძვირდება, ხოლო ბუნებრივი აირის - 10 თეთრით. ეს იმ შემთხვევაში, თუ ენერგოკომპანიები და მთავრობა უკან არ დაიხევენ.

რამდენიმე დღის წინ ენერგეტიკის მინისტრი დამაიმედებელ განცხადებებს აკეთებდა და მოსახლეობას ამშვიდებდა, ახლა კი კალაძის უწყებაში ჟურნალისტებს ემალებიან. სამაგიეროდ, სემეკის თავმჯდომარე არ მალავს, რომ გადასახადი შესაძლოა, არა მხოლოდ ელექტროენერგიაზე, არამედ ბუნებრივ აირზე გაიზარდოს. დაახლოებით 1 კვირის წინ ირინა მილორავაც სხვაგვარად საუბრობდა, მაგრამ ახლა ისიც ცდილობს მთელი ენერგოსისტემის პასუხისმგებლობა მოსახლეობას აჰკიდოს.

მინისტრისა და სემეკის თავმჯდომარის გადაწყვეტილება უსაფუძვლოდ მიაჩნიათ როგორც ენერგეტიკოსებს, ასევე ეკონომისტებს. ისინი მიიჩნევენ, რომ ეროვნული ვალუტის გაუფასურება ტარიფების ზრდას არ უნდა უკავშირდებოდეს.

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის ხელმძღვანელი კომუნალური ტარიფების ზრდას არ გამორიცხავს. პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე მყოფმა ირინა მილორავამ აღნიშნა, რომ მომდევნო დღეებში შესაძლებელი იქნება სამომხმარებლო ტარიფებთან დაკავშირებით კონკრეტული პროგნოზის გაკეთება.

"ყველა მომდევნო დღე ამ კვირასა და მომდევნო კვირაში არის ტარიფების სხდომა. ვიდრე ჩვენ სამომხმარებლო ტარიფებზე მივიღებთ გადაწყვეტილებას, იქამდე ვმსჯელობთ გადაცემა-დისპეტჩერიზაციის ტარიფებზე, ჰიდროელექტროსადგურების ტარიფებზე. უკვე განხილული გვაქვს გადაცემისა და დისპეტჩერიზაციის ტარიფები და აქ ზრდა არის "სახელმწიფო ელექტროსისტემის" და "ენერგოტრანსის" ნაწილში. ზრდა გამოიწვია იმ ამბიციურმა საინვესტიციო გეგმამ, რომელიც "სახელმწიფო ელექტროსისტემას" აქვს.

ხვალინდელ სხდომაზე უკვე ვიხილავთ თბოელექტროსადგურების ტარიფს, შემდეგ მოხდება ჰიდროელექტროსადგურების ტარიფების განხილვა და ამის შემდეგ შესაძლებელი იქნება სამომხმარებლო ტარიფებზე პროგნოზების გაკეთება. დღეს ჩვენი მხრიდან რამე შეფასების გაკეთება ამ მხრივ არასწორი იქნება", - განაცხადა მილორავამ. განაგრძეთ კითხვა

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."