კახა კალაძე - ელექტროენერგიაზე ტარიფი არ გაძვირდება

კახა კალაძე - ელექტროენერგიაზე ტარიფი არ გაძვირდება

თუ იქნება იმის აუცილებლობა ლარის კურსიდან გამომდინარე, რომ ელექტროენერგიის ტარიფები გადაიხედოს, ჩვენ ვიქნებით პირველები, ვინც ამასთან დაკავშირებით გააკეთებს განცხადებას, დღეს ამის აუცილებლობა არ არის ,- ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, "ძალიან არასერიოზულ განცხადებებს ვისმენთ ე.წ ექსპერტების მხრიდან და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების მხრიდან პარალმენტში, თითქოს გრაფიკით მოხდება ელექტროენერგიის მიწოდება, ტარიფები გაძვირდება და ა.შ.

"ტარიფებს ადგენს მარეგულირებელი კომისია და გუშინ ამასთან დაკავშირებით გააკეთეს განცხადება. დღევანდელი გადმოსახედიდან ელექტროენერგიაზე ტარიფების მატება არ იქნება - ეს განცხადება მოვისმინეთ. გუშინ განიხილეს თბოსადგურის ტარიფები და გარკვეული მიმართულებით მათ ტარიფებზე მოხდა მატება, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ სამომხმარებლო ტარიფები გაიზრდება და მოქალაქე ელექტროენერგიაზე გადაიხდის გაძვირებულ გადასახადებს. თუ იქნება იმის აუცილებლობა ლარის კურსიდან გამომდინარე, რომ ელექტროენერგიის ტარიფების გადაიხედოს, ჩვენ ვიქნებით პირველები, ვინც ამასთან დაკავშირებით გააკეთებს განცხადებას, დღეს ამის აუცილებლობა არ არის", - განაცხადა კალაძემ და ყველას მოუწოდა თავი შეიკავონ აბსურდული და არარეალური განცხადებების გაკეთებისგან.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."