"თავის სამუშაო კაბინეტში იპოვეს კოლეგებმა..." - ცნობილი ქირურგი მერაბ კილაძე გარდაიცვალა

"თავის სამუშაო კაბინეტში იპოვეს კოლეგებმა..." - ცნობილი ქირურგი მერაბ კილაძე გარდაიცვალა

55 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა ცნობილი ექიმი, მუცლის ღრუს ქირურგი მერაბ კილაძე.

მერაბ კილაძის გარდაცვალებას გულისტკივილით ეხმაურებიან მისი მეგობრები:

მამუკა ცუხიშვილი: ამ საღამოს თავის სამუშაო კაბინეტში კოლეგებმა გარდაცვლილი იპოვეს საქართველოს ჭეშმარიტად სახალხო ექიმი, დიდებული მამულიშვილი და საოცარი ადამიანი ბატონი მერაბ კილაძე. ხალხო, შოკში ვარ.. გაოგნებული და შეშინებული, განცვიფრებული და უაღრესად გულნატკენი. მერაბ კილაძე გარდაცვლილა. სიტყვები უძლურია.. არ ვიცი რა ვთქვა, რა დავწერო.. ჩემი და თქვენი მეგობარი მერაბ კილაძე აღარაა.. ამას წინ დამირეკა და მითხრა "რა გეწყინა, სად დაიკარგე, მოდი, მოგვენატრე".. არ ვიცი, ვერ ვხვდები რა მოხდა.. წავიდა, გაერიდა ამაოებას, გადასახლდა მართალთა სავანეში.. გული მტკივა.. ძალიან დამაკლდები მერაბ.. უსაზღვროდ მიყვარხართ.

კაცი, რომელიც დააკლდა მთელს საქართველოს.. ოქროსხელება და ბაჯაღლო გულის ადამიანი.. იმედის მომცემი და სიკეთის მქმნელი.. დიდებული.. უბრალო, თბილი. ტკბილი.. კაცობის ეტალონი.. უბადლო და მაღალპროფესიონალი.. უპრეტენზიო და გაწონასწორებული. საჩხერლებისა და ჭიათურლების საფიცარი დასტაქარი. ჩემი და მრავალთა მეგობარი, ჩვენი მერაბ კილაძე აღარაა.. წავიდა უთქმელად, ჩუმად, უპრეტენზიოდ...

ოთარ ჩრდილელი: 55 წლის ასაკში, მოულოდნელად გარდაიცვალა, ცნობილი ექიმი, მერაბ კილაძე.

მუცლის ღრუს სხვადასხვა პათოლოგიის ქირურგიული ოპერაციების ჩასატარებლად, მასთან მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან ჩამოდიოდნენ.

უმძიმესი დანაკლისია...განაგრძეთ კითხვა

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."