გიორგი კვირიკაშვილი - 2017 წელი იქნება ძალიან მაგარი წელი

გიორგი კვირიკაშვილი - 2017 წელი იქნება ძალიან მაგარი წელი

2017 წელი იქნება ძალიან მაგარი წელი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გუდაურში განაცხადა, სადაც ახალი საბაგირო გზა გახსნა.

მთავრობის მეთაურის განმარტებით, აბსოლუტურად სავსეა ენთუზიაზმითა და ოპტიმიზმით.

"უნდა გითხრათ, რომ არ არის მარტივი პერიოდი, მაგრამ ერთი რამ მინდა იცოდეთ - 2017 წელი იქნება ძალიან მაგარი წელი. ეს იქნება ძალიან მაგარი წელი კერძო სექტორისთვის, თითოეული ჩვენი მაცხოვრებლისთვის. ეს იქნება ძალიან ბევრი ინვესტიცია, თითოეული ბიზნესმების უფლება იქნება ძალიან მაღალ დონეზე დაცული და მე ვარ აბსოლუტურად სავსე ენთუზიაზმით, ოპტიმიზმით და დარწმუნებული ვარ რომ ის, რასაც ახლა ჩვენ ვაკეთებთ, იქნება კიდევ უფრო დიდი მომავლის ძალიან მნიშვნელოვანი საფუძველი", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."