გიგა ბოკერიას კომენტარი სენატორ მაკკეინთან შეხვედრის შემდეგ

გიგა ბოკერიას კომენტარი სენატორ მაკკეინთან შეხვედრის შემდეგ

სენატორებთან საუბარი გვქონდა რუსეთსა და ქვეყნის შიდა პროცესებზე, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ ამერიკელ სენატორ ჯონ მაკკეინთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც გიგა ბოკერიამ აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილის მიერ ქვეყნისთვის მიყენებული ზიანი ძალიან დიდია, თუმცა მსგავსი მაღალი დონის პოლიტიკოსების ვიზიტი საქართველოში ხელს შეუწყობს ნაკლები ზიანით გაიაროს საქართველომ ეს პერიოდი.

"სენატორ მაკკეინის, სენატორ გრაჰამის და დემოკრატი სენატორი კლობუჩარის ჩამოსვლა არის ჩვენთვის ამ მომენტში ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალი. ძალიან სარისკო საერთაშორისო ვითარებაა ყველასთვის, მაგრამ საქართველო განსაკუთრებით სარისკო ვითარებაშია. ახალი ადმინისტრაციაა აშშ-ში, რომლის პოლიტიკა არ არის გამოკვეთილი ჯერ მკაფიოდ და ასეთი დონის პოლიტიკოსების ვიზიტი აღმოსავლეთ ევროპასა და საქართველოში არის მნიშვნელოვანი სიგნალი. ჩვენი ვალია, გავაცნოთ ჩვენი ხედვა იმ გამოწვევებზე, რომელიც ჩვენ გვაქვს, რუსეთზე, ქვეყნის შიდა პროცესებზე და სწორედ ამ თემებზე გვქონდა საუბარი.

ჩვენი პოზიცია არის მკაფიო - "რუსთავი 2-ზე", პოლიტიკური დევნის საკითხზე და პოლიტიკურ პატიმრების საკითხზე. დემოკრატიული ცვლილებების საკითხი გადაბმულია უსაფრთხოების საკითხთან. ზიანი ივანიშვილისგან ძალიან დიდია, თუმცა, ამ დონის პოლიტიკოსების ვიზიტი, იმედი გვაქვს, ხელს შეუწყობს, ნაკლები ზიანით გაიაროს საქართველომ ეს პერიოდი", - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ამერიკელი სენატორები ჯონ მაკკეინი, ემი კლობუჩარი და ლინდსი გრემი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებს გიგა ბოკერიას, დავით ბაქრაძესა და სერგი კაპანაძეს შეხვდნენ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."