გია ხუხაშვილის კომენტარი უსუფაშვილ-ხელისუფლების შესაძლო ფარული ალიანსის შესახებ

გია ხუხაშვილის კომენტარი უსუფაშვილ-ხელისუფლების შესაძლო ფარული ალიანსის შესახებ

მე უფრო ლოგიკური მეჩვენება უსუფაშვილ-ხელისუფლების ფარული ალიანსი, ვიდრე უსუფაშვილ-მარგველაშვილის ერთობლივი თამაში, - ამის შესახებ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" განაცხადა.

მისი თქმით, თუ შეთქმულების თეორიებს განვიხილავთ, ხელისუფლება კონფრონტაციის ფონზე ახდენს მარგველაშვილის პროვოცირებას ნებაყოფლობით გადადგომასთან დაკავშირებით, რათა მათთვის არასასურველ პრეზიდენტს პრეზიდენტობის ვადა ერთი წლით შეუმცირონ. მისივე განცხადებით, პოლიტტექნოლოგიურად პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარისა და ხელისუფლების გარიგება უფრო გამართლებულია, ვიდრე მოსაზრება, რომ უსუფაშვილი და მარგველაშვილი ერთობლივ თამაშს თამაშობენ, თუმცა დასძენს, რომ მას არსებული თეორიების არ სჯერა.

"შეთქმულების თეორია რომ განვიხილოთ, არის მოსაზრება, რომ მარგველაშვილი და უსუფაშვილი არიან კოორდინირებული და ერთად მოქმედებენ. გინდათ საწინააღმდეგო ვერსია გითხრათ?! ხომ არ ფიქრობს ხელისუფლება, რომ პრეზიდენტის ვადის გასვლამდე, რადგან მასთან ურთიერთქმედების დისკომფორტი აქვთ, უნდათ მისი პროვოცირება რიგგარეშე არჩევნებზე და ამას აკეთებენ უსუფაშვილის ხელით. მე უფრო ლოგიკური მეჩვენება უსუფაშვილ-ხელისუფლების ფარული ალიანსი, ვიდრე უსუფაშვილ-მარგველაშვილის. ამას არ ვამბობ ძირითად სცენარად, მაგრამ თუ ერთ შეთქმულების თეორიაზე ვსაუბრობთ მარგველაშვილ-უსუფაშვილის ტანდემით, ეს ნაკლებად ლოგიკურია, ვიდრე უსუფაშვილ-ხელისუფლების ერთობლივი თამაში. აგიხსნით რატომ - ამ წესით კონფრონტაციის ფონზე მოხდეს პროვოცირება მარგველაშვილის მხრიდან ნებაყოფლობითი გადადგომის, უსუფაშვილის კანდიდატურის დაყენება და ხელისუფლების მხრიდან მხარდაჭერა, ანუ ერთი წლით შემოკლება ხელისუფლებისთვის არასასურველი პრეზიდენტის პრეზიდენტობის. ეს პოლიტტექნოლოგიურად უფრო გასაგებია, ვიდრე მარგველაშვილ-უსუფაშვილის ერთად მოქმედება, თუმცა, მე არცერთი ამ სცენარის არ მჯერა", - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

იხილეთ ვიდეო

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."