მიხეილ სააკაშვილის პირველი კომენტარი გიგი უგულავას გათავისუფლების შესახებ

მიხეილ სააკაშვილის პირველი კომენტარი გიგი უგულავას გათავისუფლების შესახებ

ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას გათავისუფლების საკითხს ფეისბუქის ოფიციალური გვერდიდან ეხმაურება:

"მივესალმები გიგი უგულავას გათავისუფლებას უსამართლო პატიმრობიდან. მიხარია, რომ ის შობის დღესასწაულს აღნიშნავს თავის შვილებთან და მეგობრებთან ერთად. გიგის არც დანაშაული ჩაუდენია და არც არასწორი ქმედებები განუხორციელებია (მიუხედავად იმისა, თუ რა განაცხადა მან ბოლო სასამართლო პროცესზე) იმ საკითხთან მიმართებით, რასაც ივანიშვილის ჯიბის პროკურორები უყენებდნენ მთელი ამ დროის განმავლობაში. ამგვარად, ეს პატიმრობა სხვა არაფერი იყო, თუ არა ოლიგარქის პირადი შურისძიება და დაშინების კამპანიის ნაწილი.

ამავე დროს, მგონი აღარავის ეპარება ეჭვი, რომ ასეთ გადაწყვეტილებებს აღარ იღებენ პროკურორები, ადვოკატები და სასამართლოები და რომ საქმე გვაქვს არა სამართლებრივ, არამედ ივანიშვილის პირად გადაწყვეტილებებთან, როგორც დაპატიმრებაზე, ისე გათავისუფლებაზე. ამიტომ ჩვენ უნდა მოვთხოვოთ მას სხვა პოლიტპატიმრების დაუყოვნებლივ გათავისუფლება და ჩემთვის საქართველოში დაუბრკოლებლად ჩამოსვლის საშუალების მოცემა ჩვენს ხალხთან შესახვედრად და 20 იანვარს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყრილობაში მონაწილეობის მისაღებად", - წერს სააკაშვილი.

შეგახსენებთ, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენით, დედაქალაქის ყოფილი მერი გიგი უგულავა საპატიმრო დაწესებულებას დატოვებს. ეს შესაძლოა დღესვე მოხდეს.

ასევე დაგაინტერესებთ| გიგი უგულავას ადვოკატი დეტალურად განმარტავს, თუ რატომ ტოვებს ის საპატიმროს დღეს

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."