ნიკა რურუა გიგი უგულავას ემოციებისგან დაცლისა და ტერმინოლოგიის შერჩევისკენ მოუწოდებს

ნიკა რურუა გიგი უგულავას ემოციებისგან დაცლისა და ტერმინოლოგიის შერჩევისკენ მოუწოდებს

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ნიკა რურუა გიგი უგულავას ემოციებისგან დაცლისკენ და ტერმინოლოგიის შერჩევისკენ მოუწოდებს.

როგორც რურუამ ჟურნალისტებს განუცხადა, თუ უგულავას ურთიერთობების ცივილურ ფორმებში მოგვარება სურს, ტერმინოლოგია უნდა შეარჩიოს.

"გიგი აღელვებულია და ემოციურ მდგომარეობაშია. იხმარა ძალიან არაკორექტული ტერმინი იმ ჯგუფის მიმართ, რომელიც უმრავლესობას წარმოადგენს "ნაციონალურ მოძრაობაში", უკლონისტები იყვნენ მცირე ჯგუფი კომუნისტურ პარტიაში და ამ ტერმინის ხმარება აბსოლუტურად უაზროა ამ შემთხვევაში. თუ მას ცივილურ ფორმებში სურს ურთიერთობის გარკვევა, ემოციებისგან დაიცალოს, დამშვიდდეს, ტერმინოლოგია შეარჩიოს", - განაცხადა ნიკა რურუამ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."