გიგი უგულავა ”ნაციონალური მოძრაობის” ოფისში პარტიის წევრთა ნაწილს ხვდება

გიგი უგულავა ”ნაციონალური მოძრაობის” ოფისში პარტიის წევრთა ნაწილს ხვდება

გიგი უგულავა "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში პარტიის წევრთა ნაწილს ხვდება. როგორც უგულავამ შეხვედრის დაწყებისას განაცხადა, ეს არ არის საქმიანი შეხვედრა. მისი თქმით, ის სხვადასხვა ტიპის სამუშაო შეხვედრებს, რომელიც სამომავლო გეგმებსა თუ "ნაციონალურ მოძრაობაში" არსებულ სიტუაციას შეეხება, უახლოეს მომავალში დაიწყებს.

უგულავამ კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ აპირებს მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრას და "ნაციონალური მოძრაობის" იმ წარმომადგენლებთან, რომლებიც დღევანდელ შეხვედრაზე არ იმყოფებიან.

უგულავას განცხადებითვე, პროცესები, რომელიც "ნაციონალურ მოძრაობაში" მიმდინარეობს, მეგობრებსა და კოლეგებს შორის ჭიდაობაა, რომელიც პარტიისთვის ძალიან ცუდია და მას კრიზისს უწოდებს.

"საქმეზე სალაპარაკოდ არ მოვსულვარ. ახლა მოვედი, რომ ვნახო ხალხი. საქმეზე საუბარს დავიწყებ ხვალ. დანარჩენი უკვე იცით. ვაპირებ შეხვედრას მიხეილ სააკაშვილთან, თუმცა ეს როდის მოხდება, არ ვიცი, რადგან არც ის ვიცი, პასპორტი მაქვს თუ არა. ასევე შევხვდები იმ ხალხს, ვინც ცალკეა. თუ რაიმე საერთო ენა გამოიძებნა და შევძელით კრიზისის გადალახვა, მე მგონი, კარგი იქნება და თუ ეს ასე არ მოხდა, ცივილიზებულად და ადამიანურად დავშორდებით. გამოსავალი ყოველთვის არის. ცუდია, ეს რაღაც ჭიდაობა მეგობრებსა და კოლეგებს შორის", - განაცხადა გიგი უგულავამ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."