"როგორც გავარკვიე, მიშა უკრაინაში არ არის" - გიგი უგულავა სააკაშვილთან შეხვედრის შესახებ ახალ განცხადებას აკეთებს

"როგორც გავარკვიე, მიშა უკრაინაში არ არის" - გიგი უგულავა სააკაშვილთან შეხვედრის შესახებ ახალ განცხადებას აკეთებს

ჩემთვის უდავოა, რომ პარტიაში მიმდინარე პროცესები სწრაფად უნდა დასრულდეს, რადგან ამ ქვეყნის პრობლემა „ნაციონალური მოძრაობის" შიდა დაპირისპირება არ არის, - ამის შესახებ თბილისის ყოფილმა მერმა, გიგი უგულავამ "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში პარტიის წევრების ნაწილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც უგულავამ აღნიშნა, თუ ერთი პროცენტი მაინც არსებობს ამ კრიზისის დასაძლევად, ამისთვის, ყველაფერი უნდა გაკეთდეს. თბილისის ყოფილმა მერმა მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის სურვილი კიდევ ერთხელ გამოთქვა.

"მე როგორც გავარკვიე, მიშა უკრაინაში არ არის, მე მართლა მაქვს გულწრფელად სურვილი, რომ შევხვდე და თუ ერთი პროცენტი არსებობს იმისი, რომ პარტიამ ეს კრიზისი გაიაროს, მაშინ ჩვენ ამისთვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ. მე ამ აზრზე ვარ და დარწმუნებული ვარ, ჩემი კოლეგების უდიდესი ნაწილი მაინც ყველა მხრიდან ამ აზრზეა. ჩემთვის აბსოლუტურად უდავოა, რომ ეს პროცესი სწრაფად უნდა დასრულდეს, რადგან ამ ქვეყნის პრობლემა არაა "ნაციონალური მოძრაობის" შიდა დაპირისპირება, ამ ქვეყანას აქვს ფუნდამენტური პრობლემა და ეს არის არაფორმალური მმართველი, ბიძინა ივანიშვილი", - განაცხადა უგულავამ.

თბილისის ყოფილი მერის თქმით, ფოკუსირება უნდა მოხდეს სწორედ არაფორმალურ მმართველობაზე და აგრესიულად მორჩილ საკონსტიტუციო უმრავლესობაზე.

"რა თქმა უნდა, დემოკრატიულ სისტემაში ქვეყნისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შიდაპარტიული მოვლენები, დემოკრატიის პრობლემაა, რადგან პარტიები ქმნიან კონკურენტულ დემოკრატიას ყველა ქვეყანაში, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, ამ ქვეყანაში პრობლემა სხვა რამაა და მისი გასაღები არაფორმალური მმართველობის დასრულებაა. უნდა მოხდეს შეკავება და შემდეგ, მშვიდობიანი ჩამოცილება, რადგან მე რასაც ვუყურებ, ეს უმრავლესობა ნელად მოქმედი ნაღმია, რომელმაც შეიძლება საქართველო ააფეთქოს", - განაცხადა უგულავამ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."