კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
10:15 / 11-01-2017
ქართველი კაცების დისკრიმინაცია თბილისის ღამის კლუბებში - რა დაავალა პრემიერმა შს მინისტრს მთავრობის სხდომაზე
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრს ავალებს, გარკვეულ კლუბებსა და ბარებში ადგილობრივი მამაკაცების მიმართ დისკრიმინაციული მიდგომებით დაინტერესდეს.

იხილეთ ვიდეო

როგორც კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, მის ხელთ არსებული ინფორმაციით, "ვარდების მოედნის" ქვემოთ მდებარე ბარებსა თუ სხვადასხვა ობიექტში ხდება კანონდარღვევები.

"ამ კუთხით იყო პრობლემები ადრე. შემდეგ ჩვენ გარკვეული ძალისხმევა გავწიეთ, მაგრამ როგორც ეტყობა, ეს არ აღმოჩნდა საკმარისი. მე მინდა დავავალო შინაგან საქმეთა მინისტრს და სამინისტროს, დაინტერესდეს ამ პრობლემით. საუბარია იმაზე, რომ ხდება დისკრიმინაციული მიდგომა. როგორც მე ვიცი, ადგილობრივ მამაკაცებს არ უშვებენ ამ ობიექტებში და სამწუხაროდ, უშვებენ მხოლოდ მანდილოსნებს. ეს ძალიან მძიმე საკითხია. მე მინდა ყველანაირი ცხელი ემოციებისგან ჩვენ თავი შევიკავოთ და კანონის კუთხით მივუდგეთ ამ საქმეს.

ჩვენ მივიღეთ ანტიდისკრიმინაციული კანონი, რომელიც, სამწუხაროდ, გაშუქდა, რომ არის მხოლოდ ნეგატიური შედეგების მატარებელი, მაგრამ მე მინდა ვთქვა, რომ ამ კანონით ჩვენ გვაქვს საშუალება ასეთ შემთხვევებში დავიცვათ ჩვენი უფლებები. ჩვენ არ გვყავს დასაკარგი არცერთი ახალგაზრდა. ამიტომ მე სრული კატეგორიულობით ვითხოვ ამ პრობლემის მოგვარებას ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო უწყებებისგან. ყველანაირი რეიდების,
You must have Flash Player installed in order to see this player.
ძალადობრივი ქმედებების გარეშე, კანონის სრული გამოყენებით და ამოქმედებით, მინდა, რომ ეს პრობლემა იყოს მოგვარებული უმოკლეს პერიოდში", - განაცხადა პრემიერმა.

კვირიკაშვილმა ასევე სთხოვა ადამიანის უფლებების საკითხში მის თანაშემწეს, სოფიო ჯაფარიძეს, დაინტერესდეს ამ საკითხით და შეისწვალოს, რამდენად დაცულია საქართველოს კანონმდებლობა ასეთ ობიექტებში.

"თუ ეს არის დახურული ტიპის კლუბი, მაშინ მას უნდა ჰქონდეს განაწესი, რომელიც იქნება საჯარო და ხელმისაწვდომი ყველასთვის, რა კრიტერიუმებით ხდება ადამიანების შერჩევა იქ შესვლისთვის. ხოლო თუ ეს არის ღია, საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტი, მაშინ იგი მთლიანად უნდა დაექვემდებაროს იგივე ანტიდისკრიმინაციული კანონის თვალსაზრისით და არ დაარღვიოს საქართველოს კანონმდებლობა. იმასაც ვიტყვი, რომ ჩვენ ასეთი არც ტურისტი გვინდა და არც დამატებითი შემოსავალი, რომელიც საქართველოს კანონს არად დაგვიდევს", - განაცხადა პრემიერმა.
12:03 / 12-01-2017
სტალინსაც ყველაფერს უმალავდნენო???
"ნეტარ არიან ამ ამბების მორწმუნენი"! ეხლა პატარა სტალინებზე!
საოცარია პირდაპირ, კაცი მე-2 წელია პრემიერია და თურმე გუშინ გაიგო:1. აღმაშენებლზე ღამის კაფეებში ქართველ კაცები რომ ვერ სტუმრობენ, ხოლო ე.წ. "ვარდების მოედნის" ქვემოთ რომ არაოფიციალური ბორდელია? 2. იქნება ისიც გუშინ გაიგო, თურმე ლარი 2014წ.ნოემბრიდან დღემდე 110 პუქტით რომ გაუფასურდა? 3. ე.წ. ქვეყანაში რომ ეკონომიკური ზრდა 2%-იც არ არის, ხოლო მისი მეგობარი მევახშე ბანკირები 47%-იან მოგებას აფიქსირებენ ოფიციალურად და ამ ნიხრით ევროპაშიც კი მეორე ადგილზე არიან, სარწმუნო არაოფიციალური წყაროებით კი მათი მოგება 2-3ჯერ მეტია.... 4.იქნება ისიც გააგებინოთ რომ მის ქვეყანაში მილიონამდე ღატაკ-ღარიბია და ამ ქვეყნიდან ხალხი გარბის საშოვარზე ან ნაგვის ბუნკერებში ეძებს ბღუჯა-ბღუჯად ნარჩენებს.................................... ყველაფერ ამაზე იქნება ქვეყნის არაოფიციალურმა უფროსმაც არაფერი იცის და სტალინივით უმალავენ ყველაფერს???
iuriburi
10:22 / 12-01-2017
პრემიერის ეს ხმაურიანი განცხადება ძალიან არასერიოზულია. მის ხელშია პოლიცია, პროკურატურა, მოსმენა-გადაღება თუ მიყურადება, ემოქმედათ თავის დროზე და მაგათ სუტენიორ-კრიმუნალებს შავი დღე დაადგებოდათ. ახლა მიყუჩდებიან ცოტა ხნით და ეგ თემა რომ დაკარგავს ინტერესს, ისევ ამოქმედდება ის მიწისქვეშა გარყვნილების ბუდე. მათ სერიოზული მფარველები ჰყავთ პოლიციაში და პროკურატურაში, იმიტომ არ არ გაპრესეს აქამდე არავინ.ფული აჩუმებს ყველას.აბა ერთი ვინმემ სცადოს ასეთი ბარის გახსნა და ფული არ მიიტანოს სადაც ჯერ არს, რა უქნან?!ხოდა, სჯობდა, ჯერ ემოქმედათ სათანადო ორგანოებს, ეპოვათ დანაშაულებრივი ფაქტები და ეჭვმიტანილები სასამართლოსთვის გადაეცათ და არ ეყვირა მჩხავანა კატასავით კვირიკაშვილს წინასწარ! მისი განცხადება იმის აღიარებაა, რომ პოლიცია და პროკურატურა კორუფციის ჭაობში ეფლობა დღითიდღე...
dato
მსგავსი სიახლეები
ამით ვაძლიერებთ ეკონომიკას, ვაძლიერებთ იმ ადამიანებს, რომლებიც დასაქმებულები არიან ქართულ წარმოებაში
+VIDEO| "ჩემთვის სამწუხარო ხდება ამ კლუბებში ის, რომ იქ არის პროსტიტუცია, მათ შორის არასრულწლოვნების"
მთავრობის მეთაურის განმარტებით, აბსოლუტურად სავსეა ენთუზიაზმითა და ოპტიმიზმით
გიორგი კვირიკაშვილი ასევე გაემგზავრება ბეშიქთაშის სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე
თბილისში ახალი ბიზნესცენტრი გაიხსნა. ღონისძიებას საქართველოს პრემიერ–მინისტრი მთავრობის წევრებთან ერთად დაესწრო.

"დღეს საქართველოს სჭირდება თანმიმდევრული სვლა დაგეგმილი დღის წესრიგის განსახორციელებლად"
"კანაფის მომხმარებლები არ გამოირჩევიან არც აგრესიულობით და არც ანტისაზოგადოებრივი ქმედებებით"
"თქვენ საქართველოს ეკლესიას სალოცავს ართმევთ ასე უხეშად და ასე უნამუსოდ!"
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
21:24 / 16-01-2017  Image მძიმე ავარიის დროს დაშავებულ გიორგი გოცირიძეს საზოგადოების დახმარება ესაჭიროება
"ძალიან დიდ თანხებზე არის საუბარი და ყველას ვთხოვთ დაგვეხმაროს"
19:36 / 16-01-2017  Image ეჭვიანობა თუ წაგებული ფული? - 4 იანვარს მომხდარი სასტიკი მკვლელობის ახალი დეტალები
ავარიაში მოყვა, ის მანქანა დაამტვრია, ღმერთმა არ შეარჩინა სხვისთვის წართმეული ფული
13:51 / 16-01-2017  Image „ოქსფორდ ბრუკსის უნივერსიტეტი“ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან თანამშრომლობას იწყებს
პროგრამის გავლის შემდეგ სტუდენტებს BTU მიანიჭებს ბიზნეს ადმინისტრირების ბაკალავრის ხარისხს ფინანსებში
10:29 / 04-09-2015  Image სიგარეტის მწარმოებლების მიერ გამხელილი საიდუმლო - თამბაქოს მომაკვდინებელი შემადგენლობა
"ციანიდი - მომაკვდინებელი შხამი"
14:19 / 16-01-2017  Image თეა წულუკიანი მეუღლესთან ერთად კამერების წინ პირველად გამოჩნდა
PHOTO+VIDEO თეა წულუკიანი ერთი თვის წინ დაქორწინდა
ფოტოგალერეა
კვირის ყველაზე კითხვადი
ინტერნეტკონფერენცია
2017-01-06 14:16:35
თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი...
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49