პრეზიდენტის ადმინისტრაციის პირველი კომენტარი მარგველაშვილის სიძის დაჭრის ფაქტზე

 პრეზიდენტის ადმინისტრაციის პირველი კომენტარი მარგველაშვილის სიძის დაჭრის ფაქტზე

"ძალიან ცუდია, როცა ახალგაზრდა ადამიანებზე ხდება თავდასხმა" - ასე გამოეხმაურა პრეზიდენტის პრესსპიკერი ეკა მიშველაძე ჟურნალისტებთან საუბარში გიორგი მარგველაშვილის სიძის, მინდია გოგოჭურის დაჭრის ფაქტს.

როგორც მიშველაძემ აღნიშნა, გოგოჭურის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის ნორმალურია და ამ ეტაპზე მეტი არაფრის თქმა არ შეუძლია.

"რა თქმა უნდა, ვერანაირ ვარაუდზე და ვერსიებზე ვერ ვისაუბრებთ. ამ ეტაპზე რაც შეგვიძლია განვაცხადოთ არის ის, რომ ძალიან ცუდია, როცა ახალგაზრდა ადამიანებზე ხდება თავდასხმა. თუმცა მიმდინარეობს გამოძიება, ველოდებით მის დასრულებას და იმედი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი იქნება ეფექტური", - განაცხადა მიშველაძემ.

თბილისში, ბალანჩივაძის ქუჩაზე წუხელ ღამით პრეზიდენტის სიძე მინდია გოგოჭური დაჭრეს. გოგოჭური "რესპუბლიკური საავადმყოფოს" გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ცენტრში წუხელვე გადაიყვანეს, სადაც ამ დრომდე რჩება.

"რესპუბლიკურ საავადმყოფოშია" მოთავსებული გოგოჭურის მეგობარიც, რომელიც ასევე დაჭრილია. არსებული ინფორმაციით, მას დაზიანება მხარის არეში აქვს მიყენებული.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."