რა რაოდენობის გაზს იღებდა საქართველო რუსეთისგან სომხეთში ბუნებრივი აირის ტრანზიტის სანაცვლოდ

რა რაოდენობის გაზს იღებდა საქართველო რუსეთისგან სომხეთში ბუნებრივი აირის ტრანზიტის სანაცვლოდ

რუსულ კომპანია "გაზპრომთან" ახალი პირობებით დადებული ხელშეკრულების თანახმად, სომხეთში გაზის ტრანზიტის სანაცვლოდ ქართული მხარე ფულად ანაზღაურებაზე გადავა.

ძველი ხელშეკრულების მიხედვით, რუსეთიდან სომხეთში გატარებული გაზის 10%-ს საქართველო ბუნებრივი აირის სახით იღებდა.

ენერგეტიკის სამინისტროში არ აკონკრეტებენ თუ რა საფასურს გადაიხდის რუსეთი სომხეთში

გაზის ტრანზიტის სანაცვლოდ, რადგან ეს ინფორმაცია კონფიდენციალურია. თუმცა, მინისტრმა კახა კალაძემ აღნიშნა, რომ ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ევროპის ქვეყნებს შორის. მინისტრის მოადგილის მარიამ ვალიშვილის განცხადებით კი საქართველო მიიღებს საკმაოდ მაღალ ანაზღაურებას როგორც ტრანზიტორი ქვეყანა, მაგრამ ეს არ იქნება ნედლეულის სახით მიღებული 10%-ის შესაბამისი.

"გაზპრომთან" დადებულ ხელშეკრულებას ვადა გასული წლის 31 დეკემბერს გაუვიდა. ახალი ხელშეკრულება კი ორწლიანია, თუმცა, პირველ წელს ნედლეულით ანაზღაურების ფორმა ნაწილობრივ ისევ რჩება, ხოლო შემდგომ ფულადი ანგარიშსწორება გაგრძელდება.

ახალი ხელშეკრულების თანახმად, საჭიროების შემთხვევაში, სეზონური დეფიციტის დასაკმაყოფილებლად, ბუნებრივი აირის დამატებითი მოცულობის შემცირებულ ფასად - 215 დოლარის ნაცვლად 185 დოლარად მიღება იქნება შესაძლებელი.

ენერგეტიკის სამინისტროს ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 2015 წელს სომხეთში ბუნებრივი აირის ტრანზიტის სანაცვლოდ, "გაზპრომისგან" ნედლეულის სახით მიღებულმა 10%-მა 200 მილიონი კუბური მეტრი შეადგინა.

იხილეთ ინფოგრაფიკა

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."