ნიკა მელია უგულავაზე - სამწუხაროა, რომ ადამიანი, რომელიც დაიჭირა ივანიშვილმა, გაბრაზებულია სააკაშვილზე

ნიკა მელია უგულავაზე - სამწუხაროა, რომ ადამიანი, რომელიც დაიჭირა ივანიშვილმა, გაბრაზებულია სააკაშვილზე

როგორც ჩანს, დიდი ხნით ადრე ჰქონდათ გადაწყვეტილება მიღებული ჯგუფს, რომელმაც დღეს დატოვა "ნაციონალური მოძრაობა" , - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ნიკა მელიამ ჟურნალისტებს განუცხდაა.

მისივე თქმით, პარტიაში დარჩენილები პატივს სცემენ პარტიიდან წასულების აზრს.

"წამსვლელი წავიდა, უბრალოდ ძალიან მოულოდნელი იყო და გაკვირვებული ვართ, რომ პირველი თავიანთი ბრიფინგი ივანიშვილის სტილში ჩაატარეს და მთელი თავიანთი დრო დაუთმეს "ნაციონალური მოძრაობის" და სააკაშვილის ლანძღვა- გინებას. კიდევ უფრო გასაკვირი იყო, რომ მთელი თავიანთი დრო პირველივე თავიანთ ბრიფინგზე ივანიშვილის ტექსტით ისაუბრეს "ნაციონალურ მოძრობაზე". ეს კი ნამდვილად ძალიან სამწუხაროა", - განაცხადა მელიამ.

მისივე თქმით, მთავარი არის ის, რომ "ჩავარდა ივანიშვილის გეგმა", "ნაციონალური მოძრაობა" დასუსტებულიყო და დაშლილიყო.

ნიკა მელია გამოეხმაურა ასევე გიგი უგულავას განცხადებებს.

"ძალიან სამწუხაროა, რომ დღეს გვესაუბრებოდა ადამიანი, რომელიც დაიჭირა ივანიშვილმა, გამოუშვა ივანიშვილმა და გაბრაზებული იყო სააკაშვილზე. ბუნებრივია, ძალიან მიჭირს მე ამ ადამიანის მიმართ კომენტარების გაკეთება ბევრი მიზეზის გამო. "ნაციონალური მოძრაობა" არ არის მხოლოდ პოლიტიკური გაერთიანება და ამიტომ ბევრი რამისგან შევიკავებდი თავს, ვინაიდან ბევრი რამ ხელისგულზე დევს", - აღნიშნა მელიამ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."