გია ხუხაშვილი - იქნებ "ნაციონალური მოძრაობა" დარეგისტრირდეს, როგორც რელიგიური ორგანიზაცია, რადგან იქ მარტო მრევლი და მესია დარჩა და დაირქვან "მიშას მოწმეები"

გია ხუხაშვილი - იქნებ "ნაციონალური მოძრაობა" დარეგისტრირდეს, როგორც რელიგიური ორგანიზაცია, რადგან იქ მარტო მრევლი და მესია დარჩა და დაირქვან "მიშას მოწმეები"

იქნებ "ნაციონალური მოძრაობა" დარეგისტრირდეს, როგორც რელიგიური ორგანიზაცია, რადგან იქ მარტო მრევლი და მესია დარჩა და დაირქვან "მიშას მოწმეები", - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა "ნაციონალური მოძრაობიდან" პარტიის წევრების წასვლის შეფასებისას განაცხადა. როგორც ხუხაშვილმა აღნიშნა, ამ გაყოფით პარტიისთვის ბევრი რამ იცვლება და პრაქტიკულად, "ნაციონალურ მოძრაობაში" პოლიტიკური ინტელექტი აღარ დარჩა, საერთოდ.

პოლიტოლოგის შეფასებით, "ნაციონალური მოძრაობის" გაყოფა ძალიან უცნაური პრინციპით მოხდა, ვინაიდან პარტიიდან პოლიტიკური მენეჯმენტის განმახორციელებლები წავიდნენ.

"თავიდან ყველაფერი დაიწყო კონცეპტუალური დაპირისპირებით. რევოლუციურ გზასა და გრძელვადიანი პოლიტიკური პროცესის აპოლოგეტებს შორის მოხდა კონფლიქტი, მაგრამ რაციონალური ლოგიკით მხარეებს უნდა გამოეძებნათ თანაცხოვრების რაღაც ფორმულა, მაგრამ ყველაფერი განვითარდა ემოციებზე და საბოლოო ჯამში მივიღეთ ის რაც მივიღეთ. საერთო ჯამში ეს ფაქტი საქართველოს პოლიტიკურ ლანდშაფტში მე მგონი ბევრს არაფერს ცვლის. უბრალოდ ამ პარტიისთვის ბევრი რამ იცვლება. გაყოფა მოხდა ძალიან უცნაური პრინციპით. ერთ მხარეს დარჩა მთელი პოლიტიკური ელიტა, თავისი საპარლამენტო ელიტის ჩათვლით, ანუ ძირითადი მოტორი, რომელმაც პოლიტიკური პროცესი უნდა წარმართოს და მეორე მხარეს დარჩა არაფორმალური ლიდერი და მისი მრევლი. მე ასეთი წინადადებაც მქონდა დღეს, რომ იქნებ ხელმეორე რეგისტრაცია გაიაროს "ნაციონალურმა მოძრაობამ", დარეგისტრირდეს როგორც რელიგიური ორგანიზაცია, რადგან იქ მარტო მრევლი და მესია დარჩა და დაირქვან "მიშას მოწმეები". იქ პოლიტიკოსები, ვინც პოლიტიკური მენეჯმენტი უნდა განახორციელონ, პრაქტიკულად აღარ არიან. შესაბამისად, მათი პოლიტიკური პერსპექტივა ძალიან ბუნდოვანია", - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

რაც შეეხება დავით ბაქრაძის განცხადებას, რომ ისინი "ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთად თანამოაზრეები იქნებიან ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლაში, გია ხუხუაშვილის შეფასებით, ეს წმინდა პოლიტიკური განცხადება იყო.

"თუ შეამჩნიეთ დავით ბაქრაძე არ საუბრობს თანამშრომლობაზე. ის ლაპარაკობს თანამოაზრეობაზე, ანუ მიზანი გვაქვს ერთიო. ამიტომ ეს წმინდა პოლიტიკური განცხადება იყო, რომელსაც მე დიდ ყურადღებას არ მივაქცევდი", - აღნიშნა ხუხაშვილმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."