რა ქონებას ფლობს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე

რა ქონებას ფლობს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე ირაკლი კობახიძის შემოსავალი 2016 წლის განმავლობაში 9 305.89 ლარი იყო. ამის შესახებ მის მიერ 2016 წლის 31 დეკემბერს შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაშია ნათქვამი. ირაკლი კობახიძე პარლამენტის თავმჯდომარედ 2016 წლის ნოემბერში დაამტკიცეს.

2016 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესორობისას ირაკლი კობახიძის შემოსავალი 9 760 ლარი იყო.

დეკლარაციის შევსების მომენტში კობახიძეს "თი-ბი-სი" ბანკის ანაბარზე - 40 000 დოლარი; სახელფასო ანგარიშზე - 1 842.10 ლარი; ხოლო მიმდინარეზე - 500 ევრო ჰქონდა. ასევე 2016 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, პარლამენტის თავმჯდომარის საკუთრებაში იყო 9 500 ლარი ფულადი თანხის სახით. წაიკითხეთ გაგრძელება

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."