მამუკა მდინარაძე - საპარლამენტო უმცირესობის მიერ კახა კალაძის პარლამენტში დაბარება მათი შიდა თემების გადაფარვის მცდელობაა

მამუკა მდინარაძე - საპარლამენტო უმცირესობის მიერ კახა კალაძის პარლამენტში დაბარება მათი შიდა თემების გადაფარვის მცდელობაა

ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის შეფასებით, საპარლამენტო უმცირესობის მიერ კახა კალაძის პარლამენტში დაბარება „მათი შიდა თემების გადაფარვის მცდელობაა“.

„აბსოლუტურად ყველა კითხვაზე პასუხი გაცემულია. საზოგადოების თითოეულ წევრს ამ დღეების განმავლობაში დეტალურად მიეწოდა ინფორმაცია. შესაბამისად, ეს მოთხოვნა არის მათი შიდა თემების გადაფარვის მცდელობა და ამიტომ არის არარელევანტური“, - განაცხადა მდინარაძემ.

საპარლამენტო უმცირესობა ”გაზპრომის” საკითხზე ენერგეტიკის მინისტრს კახა კალაძეს პარლამენტში იბარებს. როგორც დეპუტატმა გიგი წერეთელმა ჟურნალისტებს განუცხადა, შეთანხმება ენერგეტიკის მინისტრის უმცირესობის ფორმატში მოსმენის საკითხზე ფრაქციის დღევანდელ სხდომაზე მიიღეს.

"ვიმსჯელეთ, რომ უმცირესობის ფორმატით ვითხოვოთ შეხვედრა ენერგეტიკის მინისტრთან „გაზპრომთან“ დადებულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით და ამას ალბათ უახლოეს პერიოდში ვაცნობებთ მთავრობას", - განაცხადა გიგი წერეთელმა.

სომხეთში გაზის ტრანზიტის სანაცვლოდ, ქართული მხარე „გაზპრომისგან“ გატარებული ბუნებრივი აირის მთლიანი მოცულობის 10%-ს იღებდა. რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ქართული მხარე რუსეთიდან სომხეთში გაზის ტრანზიტის საფასურის გადახდის ფორმასთან დაკავშირებით „გაზპრომ ექსპორტის“ მოთხოვნას დათანხმდა. კერძოდ, საქართველო სომხეთში ბუნებრივი აირის ტრანზიტის სანაცვლოდ „გაზპრომისგან“ ფულად ანაზღაურებას მიიღებს. ახალი ხელშეკრულება ორწლიანი იქნება, რომლის თანახმად, პირველ წელს ნაწილობრივ ისევ რჩება ნედლეულით ანაზღაურების ფორმა, ხოლო შემდგომი წლიდან ფულადი ანგარიშსწორება გაგრძელდება.

"ინტერპრესნიუსი"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."