34-მილიონიანი პრემია-დანამატები - ბიუჯეტის ხარჯზე გამდიდრების პრაქტიკა გრძელდება

34-მილიონიანი პრემია-დანამატები - ბიუჯეტის ხარჯზე გამდიდრების პრაქტიკა გრძელდება

დიახ, პრემიები უნდა გაიცეს თანამშრომლებზე, რომლებიც კარგად ასრულებენ თავიანთ მოვალეობას, თუმცა აუცილებელია რეგულირება, რათა ხელმძღვანელი პირები თანამშრომლებთან შედარებით კოლოსალურ დანამატებს არ იღებდნენ.

მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა ფინანსური და ეკონომიკური პრობლემების წინაშე დგას, რისთვისაც მთავრობას მოსახლეობისთვის მტკივნეული ცვლილებების მიღებაც კი მოუხდა, ბიუჯეტის ხარჯზე კოლოსალური პრემია-დანამატების გაცემის პრაქტიკა კვლავ გრძელდება. მონიტორინგის ცენტრ "მედიატორის" მიერ გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციიდან ირკვევა, რომ სამინისტროების მაღალი თანამდებობის პირების გარდა, პრემია-დანამატებზე მადას არც სამინისტროების სსიპ-ებში (საჯარო სამართლის იურიდიული პირი, შექმნილი სახელმწიფო მმართველობის ორგანოს ადმინისტრაციული აქტით) უჩივიან.

მარიამ ქელბაქიანი, მონიტორინგის ცენტრ "მედიატორის" ანალიტიკოსი: - გასული წლის 11 თვეში 22 სსიპ-ში პრემია-დანამატის სახით გაცემულია 34.608.088 ლარი, საიდანაც 18.446.121 დანამატია, ხოლო 16.161.967 ლარი პრემია.

მაგალითად, ფინანსთა სამინისტროს სამ სსიპ-ში 2016 წლის იანვრიდან ნოემბრის ჩათვლით შრომის ანაზღაურების მუხლიდან ჯამში გაცემულია 6.966.595 ლარი. უფრო კონკრეტულად: ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო - 3.086.103 ლარი, საფინანსო-ანალიტიკური სამსახური - 3.451.180 ლარი, ფინანსთა სამინისტროს აკადემია - 429.312 ლარი. რაც შეეხება კიდევ ერთ სსიპ-ს, შემოსავლების სამსახურს, 2016 წლის იანვრიდან ნოემბრის ჩათვლით, მხოლოდ პრემია-დანამატის სახით ჯამში გაცემულია 26.176.960 ლარი, საიდანაც 13.560.125 ლარი დანამატი, ხოლო 12.616.835 ლარი - პრემიაა. რაც შეეხება სარგოს, 11 თვეში ხელფასის სახით 38.240.743 ლარი გაიცა.

გარემოს დაცვის სამინისტროს ექვს სსიპ-ში 11 თვეში პრემია-დანამატის სახით გაცემულია 3.635.650 ლარი, საიდანაც დანამატი შეადგენს 3.193.651, ხოლო პრემია - 441.999 ლარს. როგორც საჯარო ინფორმაციიდან ირკვევა, პრემია-დანამატის ჯამური თანხის 85% დანამატია, რაც ნიშნავს, რომ ძირითადი სარგებელი მიიღეს თანამდებობის პირებმა, რადგან რიგითი თანამშრომლები დანამატს არ იღებენ. პრემია-დანამატის გარდა, 2016 წლის 11 თვეში სამინისტროს ექვს სსიპ-ში გაცემულია 15.383.880 ლარის ხელფასი. განაგრძეთ კითხვა

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."