რა კომენტარს აკეთებს ნიკა მელია "ნაციონალურ მოძრაობაში" ვანო მერაბიშვილის დარჩენა-წასვლასთან დაკავშირებით

რა კომენტარს აკეთებს ნიკა მელია "ნაციონალურ მოძრაობაში" ვანო მერაბიშვილის დარჩენა-წასვლასთან დაკავშირებით

”ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის ნიკა მელიას განცხადებით, გენერალურმა მდივანმა ვანო მერაბიშვილმა პარტიაში მიმდინარე პროცესებზე საკუთარი პოზიცია უნდა დააფიქსიროს. როგორც მელიამ ”კვირის პალიტრას” განუცხადა, უამრავი საშუალება არსებობს იმისთვის, რომ მერაბიშვილმა საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს.

”ვანო მერაბიშვილი პოლიტპატიმარია და ივანიშვილმა ოთხ კედელში გამოკეტა, მაგრამ უამრავი საშუალება არსებობს, რომ პარტიის გენერალურმა მდივანმა თავისი სათქმელი თქვას. მითუმეტეს, როდესაც პარტიიდან მცირე გუნდი მიდის, ყრილობამდე უნდა ვიცოდეთ, ის ჩვენთან რჩება თუ უგულავა-ბოკერიას ფრთას მიჰყვება. იმედია, მის პოზიციას უახლოეს დღეებში შევიტყობთ”, - აღნიშნა მელიამ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."