ბარს მოწყ­ვე­ტი­ლი და "ჩი­ტი­ვით ცას შემ­ყუ­რე" თუ­შე­თის შო­ბა-ახა­ლი წე­ლი

ბარს მოწყ­ვე­ტი­ლი და "ჩი­ტი­ვით ცას შემ­ყუ­რე" თუ­შე­თის შო­ბა-ახა­ლი წე­ლი

სა­შო­ბაო-სა­ა­ხალ­წ­ლოდ მთას შე­მორ­ჩე­ნი­ლი თუ­შე­ბი მო­ვი­კითხეთ და ომა­ლო­ში, თუ­შე­თის ეროვ­ნუ­ლი პარ­კის 54 წლის რე­ინ­ჯერ პა­ა­ტა ასა­ბაშ­ვილს და­ვუ­რე­კეთ - სა­ბედ­ნი­ე­როდ, მას­თან მო­ბი­ლუ­რით და­კავ­ში­რე­ბა მო­ვა­ხერ­ხეთ და ფო­ტო­მა­სა­ლაც ოპე­რა­ტი­უ­ლად გა­მო­მიგ­ზავ­ნეს:

- შო­ბა-ახალ წელს გი­ლო­ცავთ, ბა­ტო­ნო პა­ა­ტა. რო­გორ ხართ მანდ, თოვ­ლი­ან თუ­შეთს შე­მორ­ჩე­ნი­ლე­ბი, სად და რო­გორ შეხ­ვ­დით შო­ბას, ახალ წელს?

- ღვთის შე­წევ­ნით, კარ­გად ვარ. მე­საზღ­ვ­რე­ე­ბის გარ­და, ამ­ჟა­მად მთელ თუ­შეთ­ში ჩვიდ­მე­ტი ადა­მი­ა­ნი ვიმ­ყო­ფე­ბით. ორი ცხოვ­რობს გო­მეწ­რის ხე­ო­ბის სო­ფელ ჯვარ­ბო­სელ­ში, ორი - სო­ფელ შე­ნა­ქო­ში, ერ­თიც - სო­ფელ კვავ­ლო­ში, და­ნარ­ჩე­ნე­ბი კი ომა­ლო­ში ვართ. სამ­წუ­ხა­როდ, ოჯა­ხე­ბით აქ ვე­ღარ ცხოვ­რო­ბენ ადა­მი­ა­ნე­ბი. ოჯა­ხე­ბი იყო 10-15 წლის წინ, ახ­ლა თი­თო სახ­ლ­ში თი­თო ადა­მი­ა­ნია, ორი ერ­თად მხო­ლოდ ორ ოჯახ­ში ცხოვ­რობს, ისიც - მო­ხუ­ცე­ბი, თო­რემ ახალ­გაზ­რ­დას აქ ვერ­სად ნა­ხავ. ძი­რი­თა­დად, მა­მა­კა­ცე­ბი ვართ, მხო­ლოდ 4 ქა­ლი გვყავს - ახალ­გაზ­რ­და ექ­თა­ნი, ორი მცი­რეწ­ლო­ვა­ნი ლი­ზი­თა და მა­რით და და­ნარ­ჩე­ნე­ბი - პენ­სი­ო­ნე­რე­ბი, 70 წლის ზე­ვით. სამ­წუ­ხა­როდ, წელს ჩვე­ნი ექი­მი, ირაკ­ლი ხვე­და­გუ­რი­ძე ვერ ამო­ვი­და სა­შო­ბა­ოდ. მა­ნამ­დე თბი­ლის­ში გა­მო­ი­ძა­ხეს და რო­გორც წარ­ჩი­ნე­ბუ­ლი ექი­მი, და­ა­ჯილ­დო­ვეს, უკან დაბ­რუ­ნე­ბულ­მა კი სამ­ხედ­რო ვერ­ტ­მ­ფ­რენს ვერ მი­უს­წ­რო, აქეთ რომ გა­მოჰ­ყო­ლო­და - 3 იან­ვარს იყო და­გეგ­მი­ლი ფრე­ნა. რო­გორც ვი­ცი, ახ­მე­ტის გამ­გე­ო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ფიქ­რო­ბენ, გვეწ­ვი­ონ, მაგ­რამ ჯერ­ჯე­რო­ბით არ ჩა­ნან. სა­ერ­თოდ, სა­ა­ხალ­წ­ლოდ რომ გვპირ­დე­ბი­ან ამოს­ვ­ლას, სა­აღ­დ­გო­მოდ მო­დი­ან ხოლ­მე.

- ომა­ლო­ე­ლე­ბი ალ­ბათ უფ­რო ახერ­ხებთ ერ­თ­მა­ნეთ­თან შეხ­მი­ა­ნე­ბას, თუ დი­დი თოვ­ლის გა­მო ესეც ძნე­ლია?

- კი, ყო­ველ­დღე ვა­ხერ­ხებთ შეხ­მი­ა­ნე­ბა­სა და ერ­თ­მა­ნე­თის მო­კითხ­ვას, დი­ლა-სა­ღა­მოს კი ყვე­ლას თა­ვი­სი საქ­მე აქვს - სა­ქო­ნე­ლია მი­სა­ხე­დი. ეგაა, ბა­რი­დან ვე­რა­ვინ გვეხ­მი­ა­ნე­ბა - ოქ­ტომ­ბ­რის მე­ო­რე ნა­ხევ­რი­დან მა­ი­სის ბო­ლომ­დე და ზოგ­ჯერ - ივ­ნი­სის მე­ო­რე ნა­ხევ­რამ­დეც სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზა და­კე­ტი­ლია. რო­გორც ჩი­ტე­ბი, ისე შევ­ყუ­რებთ ხოლ­მე ცას - თვე­ში ერ­თხელ მე­საზღ­ვ­რე­ე­ბის ვერ­ტ­მ­ფ­რე­ნი მოფ­რი­ნავს და მათი დახ­მა­რე­ბით გვაქვს ბარ­თან კავ­ში­რი. პრო­დუქტს შე­მოდ­გო­მა­ზე ვი­მა­რა­გებთ, ზაფხუ­ლამ­დე რომ გვეყოს.

ამ ახა­ლი წლის ღა­მეს ახალ­გაზ­რ­დე­ბი (ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, 50 წლის ხალხს ვგუ­ლის­ხ­მობ), ტრა­დი­ცი­უ­ლად, შე­ვიკ­რი­ბეთ ერთ-ერთ ოჯახ­ში, ამ­ჯე­რად - ხვი­ჩა იჭი­რა­ულ­თან, შე­მო­ვუს­ხე­დით სუფ­რას და რო­გორ ყვე­ლა ქარ­თ­ველ­მა, ჩვენც გა­ვა­ცი­ლეთ ძვე­ლი და ვიდღე­სას­წა­უ­ლეთ ახა­ლი წლის მობ­რ­ძა­ნე­ბა. ად­რე ბევ­რი ტრა­დი­ცია არ­სე­ბობ­და აქ, მაგ­რამ ნელ-ნე­ლა ყვე­ლა­ფე­რი და­ვიწყე­ბას მი­ე­ცა - აბა, ტრა­დი­ცი­ის გამ­გ­რ­ძე­ლე­ბე­ლი აღა­რა­ვი­ნაა და... 14 წლის წინ დავ­სახ­ლ­დი თუ­შეთ­ში და მა­შინ 22 ოჯა­ხი ცხოვ­რობ­და აქ. გეს­მით? - 22 ადა­მი­ა­ნი კი არა, - 22 ოჯა­ხი. დღეს 12 სახ­ლ­ში თი­თო ადა­მი­ანს ძლივს ნა­ხავ! და მა­ინც, შო­ბას ყვე­ლა სა­კუ­თარ სახ­ლებ­ში შევ­ხ­ვ­დით.

- ეკ­ლე­სი­ა­ში ვერ ახ­ვე­დით?

- ომა­ლო­ში გვაქვს ეკ­ლე­სია, მაგ­რამ ვერ წა­ვე­დი. უფ­რო ზუს­ტად, ვცა­დე მის­ვ­ლა, მაგ­რამ კის­რამ­დე თოვ­ლი იყო და მარ­ტომ ვე­რაფ­რით გავ­კ­ვა­ლე ბო­ლომ­დე - ნა­ხევ­რამ­დე მი­ვე­დი. თუ თოვ­ლი არ და­ე­მა­ტა, ერთ-ორ დღე­ში გავ­კ­ვა­ლავ. აქ ყვე­ლა კი არ მი­დის ეკ­ლე­სი­ა­ში, შინ ან­თე­ბენ ხოლ­მე სან­თელს.

- თქვენც მარ­ტო ცხოვ­რობთ? ... განაგრძეთ კითხვა

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."