მიხეილ სააკაშვილი - 3 წელი რომ ფეხი არ დამიდგამს საქართველოში და ჩემ მეტი სალაპარაკო არ გაქვთ, ესე იგი რაღაც განსაკუთრებული შევქმენი

მიხეილ სააკაშვილი - 3 წელი რომ ფეხი არ დამიდგამს საქართველოში და ჩემ მეტი სალაპარაკო არ გაქვთ, ესე იგი რაღაც განსაკუთრებული შევქმენი

ნამდვილად არ მიმაჩნია უხეშ შეცდომად ახალი სახეების სიაში შეყვანა, მაგრამ უკეთესიც შეიძლებოდა, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა "რუსთავი 2"-ის ეთერში განაცხადა. პარტიის საარჩევნო სიაში ახალი სახეების შეყვანაზე დასმული კითხვის საპასუხოდ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ თითქმის ყველა ახალი სახე "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნისას სახელისუფლებო თანამდებობებს იკავებდა.

"ისინი საკმაოდ მაღალი დონის თანამდებობის პირები და ყოფილი ბიუროკრატები არიან, ძირითადად, ამ ერთი ჯგუფის წარმომადგენლები. ისინი ერთად მუშაობდნენ საგარეო საქმეთა სამინისტროში, მთავრობის სხვადასხვა აპარატებში, იუსტიციის სამინისტროში. ეს იყო და არის ბევრად უკეთესი შემადგენლობა, ვიდრე ივანიშვილის ჯგუფია. ნამდვილად არ მიმაჩნია უხეშ შეცდომად მათი სიაში შეყვანა, მაგრამ უკეთესიც შეიძლებოდა. შეიძლებოდა ბევრად უფრო ფართო წრის მოყვანა და ბევრად უკეთესი შემადგენლობის გაკეთება. მაგრამ ამას სჭირდებოდა ყრილობა, რომლის ჩატარებაზე უარი თქვეს. ეს ჯგუფი როგორ ჩამოყალიბდა?! ნაცნობობით, მეგობრობით, ასე ვთქვათ "კუტოკურად", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი აღნიშნავს, რომ ე.წ. ბოკერია-უგულავას ჯგუფმა ვერ ნახა მათდამი ლოიალურად განწყობილი ადამიანი რამდენიმე რეგიონში და ამიტომ საარჩევნო სიაში ამ რეგიონის წარმომადგენლები გამსვლელ პოზიციებში არ შეიყვანეს და სიიდან ამოიღეს კიდეც.

"როგორ მოახერხა "ნაციონალურმა მოძრაობამ", რომ სიაში პირველ 27 კაცში არ ჰყავდა აჭარის წარმომადგენელი?! ეს ნიშნავს, რომ ამ პატარა ჯგუფმა ვერ მონახა ვერც ერთი მათდამი ლოიალურად განწყობილი ადამიანი აჭარაში", - განაცხადა სააკაშვილმა.

ყოფილი პრეზიდენტის თქმით, მის ლიდერობას ყველაზე მეტად ის ადამიანები აღიარებენ, ვინც მას თავს ესხმის. "3 წელი რომ ფეხი არ დამიდგამს საქართველოში და ჩემ მეტი სალაპარაკო არ გაქვთ, ესე იგი რაღაც განსაკუთრებული შევქმენი, რომ ამის გარშემო მიდის ჯერ კიდევ დავა. თუ ეს ასეა, მაშინ ჩემს ლიდერობას, ყველაზე მეტად აღიარებს ის ხალხი, ვინც თავს მესხმის, სხვანაირად მე ამას ვერ ავხსნი", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

წაიკითხეთ ასევე:  მიხეილ სააკაშვილი უგულავაზე, ივანიშვილსა და "მის გამო დასჯილ" პოლიტიკოსებზე

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."