სააკაშვილი - ეს არის ოლიგარქის პირველი მნიშვნელოვანი მარცხი

სააკაშვილი - ეს არის ოლიგარქის პირველი მნიშვნელოვანი მარცხი

20 იანვარს "ნაციონალური მოძრაობა" დაბრუნდება უფრო მეტი სიახლით, უფრო მეტი იდეებით, ვიდრე ოდესმე, თავისი ისტორიის განმავლობაში, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.

პარტიის ლიდერი ყრილობასთან დაკავშირებით ვიდეო-რგოლს ავრცელებს. მისი თქმით, 20 იანვარს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე.

"ეს არის პირველი მნიშვნელოვანი მარცხი ოლიგარქის, რომელმაც ვერ შეძლო მისი ყველაზე მზაკვრული გეგმის განხორციელება - ჩვენი პარტიის წართმევის, მისი ჩამოშლის და პოლიტიკური არენიდან გაქრობის. უფრო მეტიც, 20 იანვარს, "ნაციონალური მოძრაობა" დაბრუნდება უფრო მეტი სიახლით, უფრო დიდი ძალით, მეტი იდეებით, ვიდრე ოდესმე, თავისი ისტორიის განმავლობაში. თქვენთან ერთად, ჩვენს აქტივისტებთან ერთად, ვინც გადაარჩინა, შეინარჩუნა და გააძლიერა "ნაციონალური მოძრაობა" და ვინც უნდა გააგრძელოს საქართველოს შენება. ჩვენ ვაჩვენებთ, რომ ვართ ერთიანები, ძლიერები, როგორც არასდროს დარწმუნებული საკუთარ ძალებში და ქვეყნის მომავალში და რომ ჩვენი დამარცხება შეუძლებელია", - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

20 იანვარს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყრილობა გაიმართება.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."