ზაქარია ქუცნაშვილი - ბიძინას მაგალითით დავშალეთ "ნაციონალური მოძრაობა"

ზაქარია ქუცნაშვილი - ბიძინას მაგალითით დავშალეთ "ნაციონალური მოძრაობა"

ბიძინას მაგალითით დავშალეთ "ნაციონალური მოძრაობა", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა PALITRANEWS-ის გადაცემაში "360 გრადუსი" სტუმრობისას "ნაციონალური მოძრაობის" ირგვლივ განვითარებულ პროცესებში ხელისუფლების ინტერესებთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

ზაქარია ქუცნაშვილმა ამ მიმართულებით ამომრჩევლის დაკვეთაზე და შესრულებულ დაპირებაზე ისაუბრა. "ამომრჩევლის დაკვეთა იყო, რომ "დაშალეთ, დააქუცმაცეთ "ნაციონალური მოძრაობაო". ამას ითხოვდა ხალხი ჩვენგან. ზოგიერთი კიდევ უფრო აგრესიულ ფორმაში ითხოვდა - "მოსპეთ და დაიჭირეთ ეს "ნაციონალურიო მოძრაობა" თავიდან ბოლომდეო". ეს იყო 2012 და 2016 წლის არჩევნების რეალური დაკვეთა. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ეს დაპირება შევასრულეთ. ოთხ ნაწილად დაიშალა "ნაციონალური მოძრაობა". დღეს უკვე ერთმანეთს ღალატში და გამყიდველობაში სდებენ ბრალს. ჩვენ ვაჩვენეთ 2012 წლის პირველი ოქტომბრის მაგალითი, მე ამას ვეძახი ბატონი ბიძინას მაგალითს. ბიძინას მაგალითით დავშალეთ "ნაციონალური მოძრაობა" ალბათ. რა მაგალითი აჩვენა ბატონმა ბიძინამ, - შეიძლება არჩევნების გზით ნებისმიერი რეჟიმის, ნებისმიერი ხელისუფლების დამარცხება", - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.

მისივე განმარტებით, ოთხ ნაწილად დაშლილ "ნაციონალურ მოძრაობაში" გულისხმობს "გირჩის", გიორგი ვაშაძის ჯგუფის, ასევე ე.წ. ნეიტრალური დეპუტატების გამოყოფასაც.

"მგონი, ცოტა არ არის ოთხ ნაწილად დაშლა. თან, ოთხი წლის განმავლობაში ოთხ ნაწილად დაიშლები, მცირე ნაწილებია, თუ დიდი ნაწილები, მგონი ცოტა არ არის. არ მინდა მრავალსერიან ინდურ ფილმს ან თურქულ სერიალს დაემსგავსოს მათი დაშლა-არმოშლის საკითხი, მაგრამ გარწმუნებთ, რომ არანაკლები გმირები გვეყოლება, რაც თურქულ ან ინდურ სერიალს ჰყავს, ამათი დაშლა-არმოშლით. ასე რომ, ჩვენ ამას არ განვიცდით, ამომრჩევლის თხოვნა სწორედ ეს იყო, რომ დაშალეთ "ნაციონალური მოძრაობა", კიდევ უფრო მეტი მოთხოვნა იყო, რომ დაიჭირეთ ყველა მათგანი, რადგან ბევრი მათგანი ეჭვმიტანილია დანაშაულის ჩადენაში, მათი სურვილი ასრულებულია, "ნაციონალური მოძრაობა" დაშლილი და დაქუცმაცებულია", - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."