"ვანო მერაბიშვილი პარტიულ დაპირისპირებაში აქტიურ მონაწილეობას ამ ეტაპზე არ აპირებს"

"ვანო მერაბიშვილი პარტიულ დაპირისპირებაში აქტიურ მონაწილეობას ამ ეტაპზე არ აპირებს"

ვანო მერაბიშვილი პარტიულ დაპირისპირებაში აქტიურ მონაწილეობას ამ ეტაპზე არ აპირებს, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილმა წევრმა, დეპუტატმა ოთარ კახიძემ "პალიტრანიუსის" გადაცემაში 360 გრადუსი" განაცხადა.

რაც შეეხება "ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის პოსტზე მერაბიშვილის დარჩენა-არდარჩენის საკითხს, კახიძის თქმით, ამას 20 იანვარს დაგეგმილი ყრილობა გადაწყვეტს.

"ვანო მერაბიშვილი არის პოლიტიკური პატიმარი, რომელიც უკვე 4 წელია ციხეში უზის ივანიშვილის რეჟიმს და ციხიდან აქტიურ პოლიტიკაში მონაწილეობას ვერ იღებს. მისი ჩართვა ამ პოლიტიკურ ბატალიებში, კომენტარის გაკეთება, პოზიციის დაფიქსირება, სრულფასოვნად შეუძლებელია. მან რომ განცხადება გააკეთოს, უნდა უპასუხონ, მერე მან უპასუხოს შეუძლებელია, ამ ადამიანს ხელ-ფეხი შეკრული აქვს, სამარტოო საკანშია იზოლირებული. ჩვენ ვისაუბრეთ სტრასბურგის სასამართლოს თემაზე, 8 მარტს არის დიდი პალატის სხდომა, სადაც მთავრობის მიერ უკვე მოგებული გადაწყვეტილება განიხილება და მან თქვა, რომ მისთვის მთავარი საკითხი არის სტრასბურგის სასამართლოს თემა და ამ პარტიულ დაპირისპირებაში აქტიურ მონაწილეობას ამ ეტაპზე არ აპირებს", - განაცხადა ოთარ კახიძემ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."