"ნაციონალური მოძრაობის" ყრილობის მონაწილეებს დღეს მიხეილ სააკაშვილიც მიმართავს

"ნაციონალური მოძრაობის" ყრილობის მონაწილეებს დღეს მიხეილ სააკაშვილიც მიმართავს

"ნაციონალური მოძრაობის" ყრილობაზე შეკრებილ დელეგატებს დღეს მიხეილ სააკაშვილიც მიმართავს. ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა პეტრე ცისკარიშვილმა განუცხადა.

"ყრილობაზე იქნება ჩვენი 7 ათასი დელეგატი თბილისიდან და რეგიონებიდან. დელეგატების გარდა იქნებიან უცხოელი სტუმრები და ჩვენი მხარდამჭერები. რა თქმა უნდა, იქნება პოლიტიკური გამოსვლები, ასევე მიხეილ სააკაშვილის ჩართვა. დღის წესრიგით ასევე გათვალისწინებულია ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა პოლიტსაბჭოსა და მისი თანათავმჯდომარეების არჩევა, ასევე სხვა ტექნიკური საკითხები, მათ შორის სარევიზიო კომისიის დამტკიცება, რაც პარტიული ცხოვრების განუყოფელი ნაწილია", - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

"ნაციონალური მოძრაობის" ყრილობა დღეს, 14:00 საათზე, სპორტის სასახლეში გაიმართება.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."