რა ქონებას ფლობენ პარლამენტის ყველაზე ახალგაზრდა დეპუტატები?

რა ქონებას ფლობენ პარლამენტის ყველაზე ახალგაზრდა დეპუტატები?

მე-9 მოწვევის პარლამენტში ყველაზე ახალგაზრდა ოთხი დეპუტატია, რომელთა ასაკი 32-33 წელია. ოთხივე მათგანი - თამარ ჩუგოშვილი, სოფიო კილაძე, ზაზა გაბუნია და ცოტნე ზურაბიანი "ქართული ოცნების" წარმომადგენლები არიან. "ბიზნესპრესნიუსი" დაინტერესდა, თუ რა ქონებას ფლობენ პარლამენტის ყველაზე ახალგაზრდა წარმომადგენლები.

2016 წლის 31 დეკემბერს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, თამარ ჩუგოშვილი, რომელიც 2016 წლის ნოემბრიდან არის დეპუტატი, თბილისში, გაბაშვილის ქუჩაზე 136 კვადრატული მეტრი ფართობის ბინას ფლობს.

დეკლარაციის შევსების მომენტში, საქართველოს ბანკის მიმდინარე ანგარიშზე მას 5 000 ლარი ჰქონდა. ამავე ბანკში აღებული 135 000 ლარის ოდენობის იპოთეკური სესხის წლიურმა გასავალმა კი 23 000 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება შემოსავალს, გასული წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის კანონმდებლობისა და პოლიტიკის რეფორმის პროგრამის ხელმძღვანელის თანამდებობაზე ჩუგოშვილის შემოსავალმა 52 000 ლარი შეადგინა.

თამარ ჩუგოშვილს ჰყავს მეუღლე - გიორგი მიხანაშვილი და შვილი - ნინო მიხანაშვილი. 2016 წლის განმავლობაში მისი მეუღლის ხელფასმა 42 000 ლარი შეადგინა.

ზაზა გაბუნია - გასული წლის 25 ოქტომბერს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, გაბუნია ფლობს 255 კვადრატული მეტრი ფართობის საცხოვრებელ სახლს მცხეთაში, მისაქციელში. ასევე მის საკუთრებაშია 2003 წლის მსუბუქი ავტომანქანა - ლექსუსი GX. ქონებრივი დეკლარაციის შევსების მომენტში საქართველოს ბანკის სახელფასო ანგარიშზე გაბუნიას 0.97 ლარი ერიცხებოდა.

დეპუტატობამდე გაბუნია ნაძალადევის რაიონის გამგებელი იყო და აღნიშნულ თანამდებობაზე მისმა შემოსავალმა 2016 წლის განმავლობაში 56 160 ლარი შეადგინა. თბილისის საკრებულოში ფრაქციის თავმჯდომარის პოსტზე კი 89 060 ლარი იყო.

განაგრძეთ კითხვა

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."