მიხეილ სააკაშვილის დედა და ბებია "ნაციონალების" ყრილობაზე

მიხეილ სააკაშვილის დედა და ბებია "ნაციონალების" ყრილობაზე

"ნაციონალური მოძრაობის" მეშვიდე ყრილობა დღეს, 14:00 საათზე სპორტის სასახლეში გაიმართება. ყრილობის ძირითადი ნაწილი დაეთმობა პოლიტიკური ლიდერების გამოსვლას. ასევე მოხდება საორგანიზაციო კომისიის შეფასება, რომელსაც ცნობად მიიღებს ყრილობა. ყრილობაზე აირჩევენ პოლიტსაბჭოს ახალ შემადგენლობას და ასევე სხვა მმართველობით თანამდებობების პირებს.

ყრილობის მონაწილეები უკვე შეიკრიბნენ სპორტის სასახლეში. ყრილობაზე დასასწრებად მივიდნენ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია, მეუღლე სანდრა რულოვსი და ბებია მზია წერეთელი.

იხილეთ ვიდეო| სააკაშვილის დედა, ბებია და მეუღლე "ნაციონალების" ყრილობაზე

ფოტო: ნანა ხიდეშელი

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."