„ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურ მდივნად კვლავ ვანო მერაბიშვილი რჩება

„ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურ მდივნად კვლავ ვანო მერაბიშვილი რჩება

„ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურ მდივნად კვლავ ვანო მერაბიშვილი რჩება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურმა მდივანმა აკაკი მინაშვილმა განუცხადა, ვანო მერაბიშვილს პარტიის დატოვების სურვილი არ გამოუთქვამს.

მანვე უარყო გავრცელებული ინფორმაცია, პარტიის გენერალური მდივნის პოსტის შესაძლო გაუქმების შესახებ.

„გავრცელდა ხმები, თითქოს ვაპირებთ გენერალური მდივნის პოსტის გაუქმებას ან მის გადაყენებას. ეს არ შეესაბამება სიმართლეს. გენერალური მდივნის პოსტი რჩება და ამ პოსტზე რჩება ის ადამიანი, ვინც აქამდე იყო. მას არ გამოუთქვამს სურვილი, რომ „ნაციონალური მოძრაობიდან“ წასულიყო. ის არის პოლიტიკური პატიმარი და შესაბამისად, ის რჩება „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურ მდივნად“, - განაცხადა აკაკი მინაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."