ვინ იქნება "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე

ვინ იქნება "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის თანამდებობა მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებამდე ვაკანტურად დატოვეს, - აღნიშნული გადაწყვეტილება "ნაციონალური მოძრაობის" ყრილობაზე მიიღეს, სადაც პარტიის წევრებმა რეზოლუციის შესაბამის პროექტს კენჭი უყარეს.

რეზოლუციის პროექტის ტექსტი ყრილობის მონაწილეებს "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ნუგზარ წიკლაურმა გააცნო.

"ვინაიდან საქართველოს მესამე პრეზიდენტი არის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დამაარსებელი და ლიდერი, რომელმაც ქართველ ხალხთან ერთად ახალ ქართულ სახელმწიფოს ჩაუყარა საფუძველი, ვინაიდან ის ივანიშვილის რეჟიმის მიერ დევნილია, მას პოლიტიკური მოტივით საქართველოს მოქალაქეობა ჩამოერთვა და თავად არასდროს უთქვამს უარი "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობაზე, ჩვენ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები ვადგენთ: არ მოხდეს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის არჩევა მანამ, ვიდრე მიხეილ სააკაშვილს არ მიეცემა საშუალება საქართველოში დაბრუნების და პოლიტიკურ პროცესებში სრულყოფილად ჩართვის", - განაცხადა წიკლაურმა, რომელმაც რეზოლუციის ტექსტი წაიკითხა.

ამის შემდეგ ყრილობის მონაწილეებმა აღნიშნულ რეზოლუციის პროექტს კენჭი უყარეს. ყრილობის წამყვანის, "ნაციონლური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის პეტრე ცისკარიშვილის განცხადებით, რეზოლუციას მხარი ყრილობის მონაწილეების აბსოლუტურმა უმრავლესობამ დაუჭირა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."