გიორგი კვირიკაშვილი - "გაზპრომთან" დაკავშირებით საქართველომ მაქსიმუმი გააკეთა

გიორგი კვირიკაშვილი - "გაზპრომთან" დაკავშირებით საქართველომ მაქსიმუმი გააკეთა

პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, "გაზპრომთან" დაკავშირებით საქართველომ მაქსიმუმი გააკეთა. ამის შესახებ კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს დავოსში განუცხადა.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრემიერი მიიჩნევს, რომ იმ კონკრეტულ პირობებსა და მოცემულობაში, რომელშიც ქვეყანა იმყოფება, საქართველომ დაიცვა ქვეყნის ინტერესი და მიაღწია იმ მაქსიმალურ შედეგს, რისი მიღწევაც იყო შესაძლებელი.

"სამწუხაროა, რასაც ჩვენ ვუყურებთ ეს დღეებია, იმიტომ, რომ "გაზპრომთან" დაკავშირებით საქართველომ გააკეთა მაქსიმუმი, რისი გაკეთებაც შეეძლო არსებულ კონიუქტურასა და მოცემულ პირობებში. არავისზე ნაკლებად არ შეგვტკივა გული ქვეყანაზე, მაგრამ სხვებისგან განსხვავებით, გაგვაჩნია პასუხისმგებლობა ქვეყნის წინაშე, როგორც ამ ქვეყნის ხელისუფალთ და ჩვენ შევასრულეთ პირნათლად ჩვენი მოვალეობა… "გაზპრომთან" გაფორმებული ხელშეკრულება გასაჯაროვდება იმ დოზით, რითაც არის შესაძლებელი, რადგან ჩვენ დასამალი ჩვენი მოსახლეობისთვის არაფერი გვაქვს," - აღნიშნა პრემიერმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."