სოფიო კილაძე საკონსტიტუციო ცვლილებებზე - ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა დააანონსა, რომ 30 აპრილისთვის უნდა იყოს მზად ეს პროექტი

სოფიო კილაძე საკონსტიტუციო ცვლილებებზე - ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა დააანონსა, რომ 30 აპრილისთვის უნდა იყოს მზად ეს პროექტი

დღეს ვიმსჯელებთ იმაზე, თუ როგორ უნდა იქნას შეცვლილი გარკვეული მიმართულებით კონსტიტუცია და მგონი ეს იმის დადასტურებაა, რომ უკვე გვაქვს ძალიან კარგი ეფექტი, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძემ, ჟურნალისტებს საკონსტიტუციო კომისიის ფარგლებში სასამართლოსა და ადამიანის უფლებებზე მომუშავე ჯგუფის სხდომის დაწყებამდე განუცხადა.

როგორც კილაძემ აღნიშნა, სამუშაო ჯგუფში წარდგენილი წინადადებები ძალიან ბევრია და დღეს მოხდება ამ ყველაფერზე მსჯელობა.

რაც შეეხება საკონსტიტუციო კომისიის ეფექტურობას, კომიტეტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ კომისიის ეფექტურობის დასამტკიცებლად მმართველმა გუნდმა არაერთი ნაბიჯი გადადგა.

"მას შემდეგ, რაც დაანონსდა საკონსტიტუციო კომისიის შექმნა და ასე მოკლე ხანში შევიკრიბეთ უკვე კონკრეტული წინადადებებით, კონკრეტული არგუმენტებით და დღეს ვიმსჯელობთ იმაზე, თუ როგორ უნდა იქნეს შეცვლილი კონსტიტუცია გარკვეული მიმართულებით, მგონი ეს იმის დადასტურებაა, რომ უკვე გვაქვს ძალიან კარგი ეფექტი. ამ მიმართულებით ჩვენს ძალიან კარგ მუშაობაზე მგონი ასევე მიუთითებს ის, რომ ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა დააანონსა, რომ 30 აპრილისთვის უნდა იყოს მზად ძირითადში ეს პროექტში", - განაცხადა სოფიო კილაძემ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."