ადა მარშანია - შევთანხმდით იმაზე, რომ პარლამენტი თბილისში გადმოვა და აქ იმუშავებს

ადა მარშანია - შევთანხმდით იმაზე, რომ პარლამენტი თბილისში გადმოვა და აქ იმუშავებს

შევთანხმდით იმაზე, რომ პარლამენტი თბილისში იმუშავებს და აქ გადმოვა, - ამის შესახებ ფრაქცია "საქართველოს პატრიოტების" წევრმა ადა მარშანიამ საკონსტიტუციო კომისიის ფარგლებში შექმნილი სასამართლოსა და ადამიანის უფლებებზე მომუშავე სამუშო ჯგუფის შეხვედრის მიმდინარეობისას განაცხადა.

როგორც მარშანიამ აღნიშნა, პარლამენტის ქუთაისიდან თბილისში გადმოტანის წინააღმდეგი არავინაა და ეს მოხდება მაშინ, როდესაც პარლამენტი კონსტიტუციაში ცვლილებებს მიიღებს.

"ცხადია, შევთანხმდით იმაზე, რომ პარლამენტი თბილისში იმუშავებს და გადმოვა აქ. ეს მოხდება მაშინ, როცა მივიღებთ კონსტიტუციას. თავად პროექტში, რომელსაც დღეს ვიხილავთ ასეთი ჩანაწერი არის და პარლამენტის თბილისში გადმოტანის წინააღმდეგი არავინ იყო", - განაცხადა ადა მარშანიამ.

ფრაქცია "საქართველოს პატრიოტების" წევრის თქმით, სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე ცხარე დისკუსია გამოიწვია ასევე კომისიის ერთ-ერთი წევრის ინიციატივამ პრეამბულაში გაკეთდეს ჩანაწერი საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების შესახებ.

"თავშივე ვიხილავდით კონსტიტუციის პრეამბულას, როდესაც კომისიის ერთ-ერთმა წევრმა შემოგვთავაზა, რომ პრეამბულაში აუცილებლად უნდა ჩავწეროთ ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური მისწრაფება და ნატო-ში შესვლა. ამ საკითხთან დაკავშირებით ცხარე კამათი გაიმართა და ეს მხოლოდ ჩვენთვის არაა მიუღებელი. საერთოდ, არაა ნორმალური არც პოლიტიკური და არც იურიდიული თვალსაზრისით, ამდაგვარი ჩანაწერი კონსტიტუციაში გაჩნდეს. ეს მხოლოდ ნატო-ს ბლოკს არ ეხება, ეს ეხება საერთოდ პოლიტიკურ თუ სამხედრო ბლოკებს", - განაცხადა ადა მარშანიამ.

რაც შეეხება ფრაქცია "საქართველოს პატრიოტების" ინიციატივას კონსტიტუციაში ცვლილებებთან დაკავშირებით, როგორც ადა მარშანიამ განმარტა, მის ფრაქციას ინიციატივები აქვს საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით და ასევე ქვეყნის ტერიტორიულ მოწყობასთან დაკავშირებით.

"ჩვენ ტერიტორიული მოწყობა არ გვაქვს სათანადოდ მოფიქრებული, განსაზღვრული და ასეთ ტრაგიკულ ვითარებაშია ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მოწყობა", - აღნიშნა ადა მარშანიამ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."