სოფიო კილაძე - ჯერჯერობით არც ერთ საკითხზე გადაწყვეტილება არ არის მიღებული, მათ შორის არც პარლამენტის ქუთაისიდან თბილისში გადმოტანაზე

სოფიო კილაძე - ჯერჯერობით არც ერთ საკითხზე გადაწყვეტილება არ არის მიღებული, მათ შორის არც პარლამენტის ქუთაისიდან თბილისში გადმოტანაზე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის სოფიო კილაძის განცხადებით, საკონსტიტუციო კომისიას გადაწყვეტილება ჯერჯერობით არც ერთ საკითხთან დაკავშირებით არ აქვს მიღებული, მათ შორის არც პარლამენტის ქუთაისიდან თბილისში გადმოტანასთან დაკავშირებით.

როგორც კილაძემ განმარტა, ამ ეტაპზე კომისიის წევრები სამუშაო რეჟიმში არიან და მიღწეულია მხოლოდ პირველადი კონსენსუსი გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით. როგორც კილაძემ განმარტა, საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული იქნება ბოლო პროექტზე, რომელსაც პარლამენტი წარადგენს.

"ვფიქრობ, რაიმე განცხადებების გაკეთება ამ ეტაპზე ძალიან ნაადრევია. ჯერჯერობით, ყველანი ვართ სამუშაო რეჯიმში. ყველა საკითხთან დაკავშირებით მიღწეულია პირველადი კონსენსუსი", - განაცხადა სოფიო კილაძემ.

დეპუტატის თქმით, საპარლამენტო უმრავლესობას ჯერ კიდევ სჭირდება დრო იმისთვის, რომ შეჯერდეს, რომელი მოდელია უკეთესი პარლამენტის ქუთაისში დარჩენა, თუ თბილისში გადმოტანა.

"შესაძლებელია იყოს თბილისშიც, შესაძლებელია იყოს ქუთაისშიც. მე ვერ ვხედავ პრინციპულ განსხვავებას რომელიმე მოდელში. დრო გვჭირდება მოსაფიქრებლად, ვინაიდან არგუმენტები ორივე ვარიანტს გააჩნია", - განაცხადა კილაძემ.

რაც შეეხება კონსტიტუციის პრეამბულაში საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებაზე ჩანაწერის გაკეთებას, როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრი აღნიშნავს, ამ საკითხთან დაკავშირებითაც არ არის მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება და დღევანდელ განხილვაზე იყო წარმოდგენილი არგუმენტები, როგორც ამ ჩანაწერის გაკეთების სასარგებლოდ, ასევე საწინააღმდეგოდ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."