"ვანო მერაბიშვილზე არის დამოკიდებული ყველაფერი" - ნიკა მელია მომავალ კვირას ყოფილ პრემიერ-მინისტრს შეხვდება

"ვანო მერაბიშვილზე არის დამოკიდებული ყველაფერი" - ნიკა მელია მომავალ კვირას ყოფილ პრემიერ-მინისტრს შეხვდება

მომავალ კვირას მე ვაპირებ ვანო მერაბიშვილთან შეხვედრას, - ამის შესახებ ”ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ ”რუსთავი 2”-ის ეთერში განაცხადა.

მისივე განმარტებით, გუშინ ”ნაციონალური მოძრაობის” ყრილობას ვანო მერაბიშვილის გენერალურ მდივნობასთან დაკავშირებით არანაირი გადაწყვეტილება არ მიუღიათ და დღის წესრიგშიც არ ყოფილა ეს საკითხი.

როგორც ნიკა მელიამ აღნიშნა, ”ნაციონალური მოძრაობის” წევრები არ აპირებენ შეეხონ ამ საკითხს ვანო მერაბიშვილის ნების საწინააღმდეგოდ.

”მომდევნო კვირას მე ვაპირებ მასთან შეხვედრას სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. მართალია, ეს არ იქნება კომფორტული საშუალება არც ჩემთვის და არც ვანოსთვის, ვინაიდან, იქ აუდიო, ვიდეო კამერების თანხლებით უწევს ადამიანს შეხვედრა პოლიტპატიმართან, რომელსაც დარწმუნებული ვარ, რომ თავად ივანიშვილი ძალიან ყურადღებით უსმენს და უყურებს მომდევნო დღეს. მე ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული”, - განაცხადა მელიამ.

როგორც ნიკა მელიამ აღნიშნა, ყველაფერი ვანო მერაბიშვილზეა დამოკიდებული და მოხარული იქნება თუ მერაბიშვილი პარტიის გენერალური მდივნის თანამდებობაზე დარჩება.

”ბუნებრივია, მე მაინტერესებს და პარტიას აინტერესებს მისი ხედვა და აქედან გამომდინარე, რასაც ივანე მერაბიშვილი თავად დააფიქსირებს. ბუნებრივია, ამის შემდეგ ”ნაციონალურ მოძრაობაში” გვექნება კონსულტაცია . ვანო მერაბიშვილზე არის დამოკიდებული ყველაფერი. მე ვიქნები მხოლოდ და მხოლოდ მოხარული, თუკი მერაბიშვილი დარჩება გენერალური მდივნის თანამდებობაზე”, - განაცხადა მელიამ.

მისი თქმით, გიგი უგულავა საპატიმროდან გამოვიდა არა როგორც ”ნაციონალური მოძრაობის” წევრი, არამედ როგორც უკვე სხვა ოპოზიციური პარტიის წევრი.

”მე დარწმუნებული ვარ, რომ ვანო მერაბიშვილი მოიქცევა აბსოლუტურად განსხვავებულად ვიდრე მოიქცა გიგი უგულავა. გიგი უგულავა არ გამოსულა ციხიდან როგორც ”ნაციონალური მოძრაობის” წევრი. გიგი უგულავა გამოვიდა საპატიმროდან, როგორც უკვე სხვა ოპოზიციური პარტიის წევრი. მე პირადად მჯერა, რომ ვანო მერაბიშვილი აბსოლუტურად სხვა სიმაღლეზე დგას და მისი გადაწყვეტილება იქნება სრულიად სხვა. თუმცა, ბუნებრივია მასზე იქნება დამოკიდებული და შეხვედრის შემდეგ ცნობილი იქნება ყველაფერი”, - განაცხადა მელიამ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."