პოლ გობლი - ვშიშობ, ტრამპი საქართველოს მსგავს ქვეყნებს ყურადღებას არ მიაქცევს, რამაც საქართველო, შესაძლოა, მოსკოვის პოლიტიკის მძევლად აქციოს

პოლ გობლი - ვშიშობ, ტრამპი საქართველოს მსგავს ქვეყნებს ყურადღებას არ მიაქცევს, რამაც საქართველო, შესაძლოა, მოსკოვის პოლიტიკის მძევლად აქციოს

ვშიშობ, ტრამპი საქართველოს მსგავს ქვეყნებს ყურადღებას არ მიაქცევს, - ამის შესახებ "ამერიკის ხმის" ქართულ რედაქციასთან ინტერვიუში ევრაზიის ქვეყნების დამოუკიდებელმა მკვლევარმა, წარსულში ამერიკის მთავრობის მაღალჩინოსანმა პოლ გობლმა განაცხადა. მისი თქმით, ამ გარემოებამ საქართველო, შესაძლოა, მოსკოვის პოლიტიკის მძევლად აქციოს.

"ვშიშობ, ტრამპი ყურადღებას არ მიაქცევს საქართველოს მსგავს ქვეყნებს. ამ გარემოებამ საქართველო, შესაძლოა, მოსკოვის პოლიტიკის მძევლად აქციოს. მაგრამ ისიც შესაძლებელია, რომ ბევრი პროექტი, რომელსაც ვაშინგტონი საქართველოში ახორციელებს, გაგრძელდეს, რადგან თეთრმა სახლმა ამ პროექტების შესაჩერებლად თავი არ შეიწუხოს", - განაცხადა გობლმა.

მანვე კომენტარი გააკეთა საქართველო- "გაზპრომის" შეთანხმებასთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ ამ შეთანხმების გაუმჭვირვალობა შემაშფოთებელია, მაგრამ ამავე დროს, თუ საქართველო აღებულ პოლიტიკურ კურსს გააგრძელებს, მარტო "გაზპრომთან" შეთანხმება მის სუვერენიტეტს, რა თქმა უნდა, ვერ დაემუქრება. "გაზპრომთან" კონტრაქტის დეტალები საჯარო რომ ყოფილიყო, ბევრად უკეთესი იქნებოდა. ეჭვები არსებობს და ეჭვებს კი დიდი ძალა აქვს", - აღნიშნა ამერიკელმა მკვლევარმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."